x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გოგოს გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად" - ძალადობა ისევ გრძელდება


image

ფოტო: tavisupali.ge


საქართველოში ქალების უფლებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი ბაია პატარაი პოსტს აქვეყნებს და დაუჯერებელ ფაქტებზე საუბრობს. სამწუხაროდ ძალადობა ქალებზე, ძალადობა მოზარდებზე, ძალადობა ოჯახში, ეს ისევ ჩვენი რეალობაა და თითქოს დასასრული არ უჩანს.

გთავაზობთ ბაია პატარაიას პოსტს უცვლელად:

"უკვე მერამდენედ ვაწყდები ამბავს, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შეყვარებული ჰყავს, მშობლები რასაც ქვია "პროგრომს" უწყობენ (ოჯახში ძალადობა მ.126 პრიმა), შინ კეტავენ ( უკანონოდ უღკვეთენ თავისუფლებას მ. 143), ბიჭს აჩეხვით ემუქრებიან (მუქარა მ.151), გოგოს გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მ. 144 ტერცია).

სპეციალურად მივუწერე ის სისხლის სამართლის დანაშაულები, რასაც მშობლები ჩადიან შვილის წინაშე. ისჯება კი არა, მთელი ბუკეტია დანაშაულების, ციხე რომ არ ასცდებათ სათითაოდ - ისეთი. ამიტომ გოგოებო, ქალებო, ნუ მოითმენთ ამ დამცირებას და ძალადობას ნურავისგან, მით უმეტეს ოჯახში, სადაც პირველ რიგში უნდა ზრუნავდნენ არა "აპკზე" და "ოჯახის ღირსებაზე" (მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქალის ჩაგვრას ფსევდო-ღირსებით ამართლებს), არამედ შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ასეთი ქცევა სიველურეა და ყველა ქალი დაცული უნდა იყოს ამ მართლა ღირსების შემლახავი ძალადობისაგან.

თუ მსგავს მდგომარეობაში ხართ, მოგვმართეთ საფარი/Sapari-ს 2 307 603 და აუცილებლად მიმართეთ პოლიციას 112, მყისიერი შეტყობინებისთვის კი ჩამოტვირთეთ/გამოიყენეთ მობ. აპლიკაცია Safe You - საქართველო".

0
378
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0