x
მეტი
  • 07.08.2022
  • სტატია:121379
  • ვიდეო:354777
  • სურათი:493378
"ეს ქალი ასეთი სულელიც არ არის, ვფიქრობ, ღარიბაშვილს დასცინა" - ვისზე საუბრობს ეკა კვესიტაძე

image

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ორ მწვანე პასპორტის იდეასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს რომ მან უბრალოდ ირაკლი ღარიბაშვილს დასცინა.



"მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ეს ქალი ასეთი სულელიც არ არის, რომ ასეთი სააარაკო სისულელე ეთქვა – ამიტომ, ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილს დასცინა"- წერს"ფეისბუქის"პირად გვერდზე ეკა კვესიტაძე.


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიური ფონის პირობებში უვადო პასპორტი მოქალაქეებს მეტ მოქნილობას მიანიჭებს და კარგი გადაწყვეტილებაა.



"ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებული ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებული ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან.


თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, ვინმეს ეს უკვირდეს. ჩვენ გვაქვს ყველას ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადობა ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს.


თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული, სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში ალბათ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება, გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.



ეს ყველაფერი არის გამოწველი იქიდან, რომ ჩვენ გვესაჭიროება მოქნილობა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმას და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე", – განაცხადა ტიკარაძემ.


შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთხელ კოვიდგადატანილ პირს „მარადმწვანე“ სტატუსი მიენიჭება. ანუ, თუკი მაგალითად, თქვენ კოვიდი გადაიტანეთ 2020 წლის 3 სექტემბერს ან უფრო ადრეც, გეძლევათ გარანტია, რომ თქვენი სტატუსი „მარადმწვანე“ იქნება, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ჯანდაცვის მინისტრის ზემოხსენებული კომენტარიც.





0
537
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
537