x
image
პერსეპოლისი
ადელის წონაში კლების 7 საიდუმლო წესი და რეალური მიზეზი

image

ადელის ტრანსფორმაციულმა წონაში კლებამ მისი მიმდევრების დიდი ყურადღება ჯერ კიდევ გასულ წელს მიიპყრო მას შემდეგ, რაც გრემის ჯილდოს მფლობელმა ვარსკვლავმა მისი დახვეწილი ფიგურის რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელებში გააზიარა. მისმა ბოლო ინტერვიუმ Vogue-თან ნათლად წარმოაჩინა მომღერლის წონაში კლების რეალური მიზანი და ეს უბრალოდ იდეალური ფიგურისკენ სწრაფვა არ იყო. ადელმა 2 წლის განმავლობაში შეძლო და 45 კილო დაიკლო. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მუდმივად იყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა მეთოდს მიმართავდა მომღერალი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის სირტუინის დიეტას იცავდა. თუმცა, მომღერლის ბოლო ინტერვიუში ხაზგასმით არის ნათქვამი რომ მისი ერთადერთი საშუალება ვარჯიში იყო.

ადელმა აღიარა, რომ ვარჯიში მისი ერთგვარი დამოკიდებულება გახდა და რეალურად, იგი წონის დაკლების განზრახვის ნაცვლად, ვარჯიშს იყენებდა დაუსრულებელი შფოთვის დასამარცხებლად. მომღერალი იდეალური ფიგურის მიღების მიუხედავად დღეში სამჯერ აგრძელებს ვარჯიშს ტრენერთან ერთად.

მომღერალი თვლის რომ მან სხეულის ნდობის რამდენიმე მარტივი საიდუმლო ამოხსნა, რაც მას დაეხმარა როგორც წონაში კლებისთვის, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მიღწევაში.

image

1. გააკეთე ეს შენთვის!

ადელის ყოფილმა პერსონალურმა მწვრთნელმა პიტ გერაციმომ ადელის მოტივაციაზე ისაუბრა: ”იმედი მაქვს, რომ ხალხი დააფასებს იმ შრომას, რომელიც ადელმა გასწია საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად მხოლოდ მისი და მისი ოჯახის საკეთილდღეოდ. მან არ დაიკლო წონა, რათა სხვებმა თავი ცუდად იგრძნონ. ის აკეთებს ამას თავისთვის და შვილისთვის.

2. ივარჯიშეთ პილატესი რეფორმატორის დახმარებით

ამბობენ, რომ ადელის ფიტნეს რეჟიმში ასევე შედის პილატესი რეფორმატორის დახმარებით, რომელიც მეგან მარკლის საყვარელი ვარჯიშია. სპეციალური აპარატის გამოყენებით, პილატესი გეხმარებათ თქვენი ბირთვის მუშაობაში, აუმჯობესებს მოქნილობას და ძლიერდება სხეული.

3. შერეული ვარჯიში

Vogue-თან საუბრისას ადელმა თქვა, რომ დილას სიმძიმეების აწევით იწყებს, შუადღისას ლაშქრობს ან ბოქსს მიმართავს, საღამოს კი კარდიოს ვარჯიშობს.

image

4. სცადეთ HIIT - მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში

როგორც ამბობენ, ადელი ასევე ვარჯიშობდა ამერიკელ ტრენერთან - დალტონ ვონგთან, რომელიც ისეთ ვარსკვლავებთან მუშაობდა, როგორიცაა ჯენიფერ ლოურენსი და ვოგ უილიამსი. იგი მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების გამოყენებით ფანტასტიურად დაეხმარა მათ წონის დაკლებაში.

5. დააფასეთ თქვენი სხეული

ადელმა ინსტაგრამზე გააზიარა გლენონ დოილის თვითდახმარების წიგნის „Untamed“ ფოტო და აღნიშნა, რომ ეს წიგნი დაეხმარა მას სხეულთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებაში, შეაჩერა მისი სტრესი და დაბნეულობა და დაეხმარა ეგრძნო, რომ პირველად იყო სხეულში.

"თუ მზად ხარ - ეს წიგნი შეარყევს შენს ტვინს და სულს აგიღრიალებს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მზად ვარ საკუთარი თავისთვის! თითქოს უბრალოდ ჩავფრინდი ჩემს სხეულში. პირველად!" - წერს ვარსკვლავი.

6. შეზღუდეთ შაქრის მიღება

ყველამ ვიცით, რომ ბრიტანელებს ჩაი ძლიერ უყვართ. ადელმა ერთხელ აღიარა, რომ მისი სიყვარული ცხელი სასმელისადმი ხელს უწყობს შაქრის ჭარბ მიღებას. ”მე ვსვამდი დღეში 10 ჭიქას, თითოეულს ორი კოვზი შაქრით, ასე რომ, დღეში 20 კოვზ შაქარს ვსვამდი”.

7. დააიგნორე კრიტიკოსები

ადელმა Vogue-ს განუცხადა, რომ წონაში დაიკლო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არავისთვის. ჯერ კიდევ 2017 წელს მომღერალმა თავისი სიმღერით „Someone Like You“ უპასუხა ონლაინ ტროლებს, რომლებმაც გრემის დაჯილდოების შემდეგ ის შეადარეს პრინცესა ფიონას, შრეკიდან.

ავსტრალიაში, პერტში აუდიტორიასთან საუბრისას მან თქვა: "როდესაც ეს კაბა ჩავიცვი, ყველამ თქვა, რომ ფიონას ვგავარ. არ მაინტერესებს. ეს იყო ჟივენში! მათ შეუძლიათ თქვან რაც უნდათ."

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0