x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ედუარდ სააკაშვილს შეეშალა, ჩემი შვილი მასზე იმდენად უფროსია, ბაღის ჯგუფელი ვერ იქნება“
image


ედუარდ სააკაშვილი 1995 წლის 21 ივლისს დაიბადა. ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ორი შვილი, ქალ-ვაჟი ჰყავს - ჩხარტიშვილი ნათია 1985 წელს დაიბადა, მიშიკო კი 1990 წელს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ედუარდ სააკაშვილის ჯგუფელები ისინი ვერ იქნებოდნენ.


ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩხარტიშვილის შვილთან ბაღიდან მეგობრობდა. მუხედავად იმისა, რომ ეს მიშას არ მოსწონდა, მისი თქმით, ჩხარტიშვილის შვილთან მას ბევრი საერთო ჰქონდა.

.


ზოგადად უნდა ითქვას, რომ ხსენებული ვიდეოინტერვიუ, რის გამოც "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი გოგი გვახარია საგანგებოდ გაემგზავრა საზღარგარეთ, რათა ექსპრეზიდენტის ვაჟის პორტრეტი მოემზადებინა, საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. შვილის მოსაზრებას არ დაეთანხმა თავად მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ედუარდი სრულწლოვანი მოქალაქეა და აქვს უფლება მედიას ინტერვიუ მისცეს და ეს აზრი გამოხატოს, მაგრამ ექსპრეზიდენტი არ იზიარებს საკუთარი შვილის მოსაზრებას, თითქოს სააკაშვილის შიმშილობის შედეგად გარდაცვალება ოპოზიციის გარკვეულ ნაწილსაც აწყობს. სააკაშვილი შვილს არ გაემიჯნა, თუმცა არ გაიზიარა ეს პოზიცია.

.

"შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით. არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა. როდესაც მიშა პოლიტიკაშია, ეს არის მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი და რთულია მისთვის ამის გაგება..." - განაცხადა ექსპერზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში, რომელშიც მშობლებთან ურთიერთობასა და ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა.

.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა სტატია, სათაურით: "ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე ედუარდ სააკაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა და სიცრუეში ადანაშაულებს..."

,

ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე ნანა გოთუა ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არავის არ უპირისპირდება და ედუარდს უბრალოდ სახელი შეეშალა. თუმცა, ვინ არის მიხეილ სააკაშვილისთვის არასასურველი ფიგურა, რომლის შვილთან ერთადაც ედუარდი ბაღში სწავლობდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

.

"არავის ვუპირისპირდები, ედუარდი კარგი ახალგაზრდაა და მასთან დასაპირისპირებელი რა მაქვს. მას შეეშალა უბრალოდ, ჩემი შვილი მისი ჯგუფელი ბაღში არ ყოფილა, სხვადასხვა ასაკის არიან. აერია სახელები სხვის შვილს გულისხმობდა", - განაცხადა ნანა გოთუამ.

0
367
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0