x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
მოსკოველი 23 წლის ანგელინა ნიკოლაუ, გოგონა რომელის სელფის გადასაღებად, კარგა ხანია სიკვდილს ეპაექრება

image ანგელინა ნიკოლაუ რომელიც მოსკოვის მცხოვრებია მსოფლიოში ყველაზე საშიში სელფების ავტორადაა მიჩნეული და აღიარებული და ამას მისი "ინსტაგრამის" გვერდზე ატვირთული სურათების მოწმობს.
23 წლის გოგონა წლებია უკვე ბევრს მოგზაურობს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს გადაღებული სურათები ისეთ ადგილებზე და ისეთ სიმაღლეებზე, მამაკაცებსაც კი რომ "გაუყინავს სისხლს ძაღვებში" იქიდან უბრალოდ გადმოხედვაც კი.
არ ვიცი სიამოვნებისათვის, არ ვიცი ექსტრემის სიყვარულით და არ ვიცი პოპულარობის მოსაპოვებლად, მაგრამ ეს გოგო სიკვდილს რომ ეთმაშება ცხადზე უცხადესია.
უზარმაზარ პლატმორმიანი ფეხსაცმლით ახვიდე და გადაიღო სურათი ისეთ ადგილზე, სადაც თუნდაც 1 სანტიმეტრიან ცდომილებას ფეხის დადგმისას სიკვდილი მოჰყვება, ალბათ ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერ ადამიანებს თუ ძალუძთ მხოლოდ და ეს 23 წლის გოგონა ასეთი ადამიანების თვალსაჩინო წარმომადგენელია.
სელფს მილიონობით ადამიანი იღებს ყოველდღიურად, მაგრამ ასეთ სიმაღლეებზე და ასეთ სარისკო ადგილებსი არა მგონია ბევრი იღებდეს სურათებს.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს გოგონა "უშიშია ვითარცა უხორცო", როგორც უწოდა მემატიანემ თავის დროზე ერთერთ ქართველ მეფეს მისი უშიშარი ხასიათის გამო.
ანგელინა ნიკოლაუ ეროვნებით რუსია, გვარი ნიკოლაუ მან აირჩია გარკვეული მოსაზრებით რომლის თაობაზეც მას განმარტების გაკეთება არ სურს.
გოგონას არასდროს მიუღია ფოტოგრაფისათვის საჭირო განათლება, ის თვითნასწავლია, მაგრამ სურათებზეც ჩანს თუ როგორი ოსტატობით ურჩევს ფოტოკამერას ადგილს კადრის დასაფიქსირებლად და გადასაღებად.
მისი სურათები გადაღებულია, რუსეთში, ჩინეთში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, სადაც ანგელინა სურათებს აუცილებლად მაღალ და რისკის შემცველ ადგილებზე იღებს.
სიკვდილთან ჭიდილში ჯერ არავის გაუმარჯვნია, მაგრამ იმედია ამ გოგონას სიცოცხლე ხანგრძლივი და ბობოქარი იქნება.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














0
357
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
357