x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იაპონური მოდა, რომელიც თავისებურად უცნაურია ევროპულ მოდასთან შედარებით და უკომპლექსო იაპონელი გოგოები "დაღვარჭნილი" ფეხებით

image მისდიო თანამედროვე მოდას ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.
ევროპული და აზიური მოდა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ევროპული მოდა უფრო კონსერვატიულია, უფრო კლასიკისაკენ მიდრეკილი როცა აზიური და განსაკუთრებით იაპონური მოდა ძალიან შორს დგას ევროპული და იგივე ამერიკული მოდისაგან.
იაპონელები ყოველმხრივ ნიჭიერი ერია, ყოველმხრივ განსხვავებული ტრადიციებით და ცხოვრების სტილით, თუმცა ის რასაც იაპონელები თანამედროვე მოდის კომპონენტად მიიჩნევენ ალბათ თქვენთვისაც ისეთივე უცნაური და გაუგებარია, როგორც ჩემთვის.
მე ვერ დავიკვეხნი მოდის მიმდევრობით და ზოგადად მოდის მიმდინარეობის მცოდნედ არ ვთვლი თავს, მეტიც ეს სასაცილოდაც კი ჟღერს ჩემთვის, მაგრამ თვალები მაქვს და კარგი მხედველობაც მაქვს, არც ანალიზის უნარი მაკლია და ვხედავ იაპონური მოდის თაყვანისმცემელი პირადად ვერასდროს გავხდები.
უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდების "აღლუმი" განგაცვიფრებთ იაპოონური მოდის თავისებურებებით და უცნაურობითაც კი.
ჯაბა იოსელიანის ფრთიანი ნათქვამიც გამახსენა ფოტოკოლაჟმა რომელსაც სტატიის ბოლოში შემოგთავაზებთ. ჯაბას თქმით "იაპონიაში ვერ ნახავთ უსაქმურ იაპონელს, მაგრამ ასევე ვერ ნახავთ იაპონელ გოგოებს და ქალებს რომელთა ფეხებში უღლიან ღორს არ შეეძლოს გასვლა".
რაღა ბევრი გავაგრძელო, თავად ნახეთ და შეაფასეთ იაპონური მოდა, ფეხებს ნუ ჩაუღრმავდებით, იაპონელი გოგო სწორი ფეხებით რატომღაც უიშვიათესი სანახავია არა თუ ამ კოლაჟში, არამედ იაპონიაშიც კი.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
242
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
242