x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
„ყველა უბედურება რაც გვჭირს, მათ შორის სააკაშვილს, სტარტს იღებს ე.წ ვარდების რევოლუციიდან“ – შალვა ნათელაშვილი

image

პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს ქართველ ერსა და მიხეილ სააკაშვილს სჭირს, ეს ვარდების რევოლუციის შედეგია. ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყველა უბედურება რაც დღეს გვჭირს, მათ შორის რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს, სტარტს იღებს სწორედ ე.წ ვარდების რევოლუციიდან, რაც კონსტიტუციურად იყო სახელმწიფო, ძალადობრივი გადატრიალება იმავე სახელმწიფო აპარატის თანხმობით, რომლის მაშინდელ პრეზიდენტს ე.შევარდნაძეს სჭირდებოდა ხელშეუხებლობა ჩადენილ უამრავ ცოდვაზე,

გეოპოლიტიკურად კი აღნიშნული წარმოადგენდა რუსეთ-ამერიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის დროებით გარიგებას რეგიონში კონტროლის შენარჩუნებაზე ორივე მხრიდან. რაც მთავარია სწორედ მაშინ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ექსპანსია, რომელმაც კარგად გამოიყენა ამ გადატრიალების დამფინანსებლის სტატუსი და მაშინვე დაიწყო სახელმწიფო სისტემის შესყიდვა.

არადა, სიტუაცია 2003 წლის ამ დღემდე იყო დამაიმედებელი, შევარდნაძემ ვერ გაიყვანა უმრავლესობა, ახლადარჩეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ხუთი პოლიტიკური პარტია, თვითონ შევარდნაძეს ექვს თვეში ეწურებოდა კონსტიტუციური ვადა და მიდიოდა სამუდამოდ, ქვეყანაში ისახებოდა მრავალპარტიული დემოკრატიის კვირტები, რაც იმ ვითომ რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დაამთავრა და რის მწარე შედეგებსაც კიდევ დიდ ხანს მოვიმკით. არ დამიწერია ეს პოსტი ვინმეს საწყენად. ესაა შიშველი სიმართლე, რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ.” – წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

სააკაშვილის საქართველოში შემოპარვამდე ნათელაშვილი კითხვაზე, რას შეცვლის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა და მისი განცხადება, რომ 3 ოქტომბერს გამოჩნდება მხარდამჭერებთან ერთად, ნათელაშვილის ამბობდა რომ, „სააკაშვილს ვინც ჰყავს მომხრე, ისევ ის დარჩება მომხრედ“.

„შეცვლა რაღაცა გლობალური ელექტორალური მასშტაბით, გამორიცხულია. პოლარიზაცია პარტიებს შორის ქვეყანაში მომხდარია, პასიური ელექტორატიც გამოკვეთილია გარემოებათა გამო, ამიტომ, რაიმე გარდამტეხი ძვრები მისი ჩამოსვლით არ იქნება, თუმცა რა თქმა უნდა, ის ახდენს ამ ყველაფრით საკუთარი ელექტორატის მობილიზებას და მოტივაციის ამაღლებას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

0
554
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0