x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115348
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
"ზღაპრული ფლამინგო" - თვითმფრინავისგან გაკეთებული სახლი ბორბლებზე
image

ჯინო ლუჩიმ, საჰაერო ძალების ვეტერანმა ნეშვილიდან, მიჩიგანი, და მისმა ვაჟმა ჯაჩინტომ, 1943 წლის მეორე მსოფლიო ომის თვითმფრინავი ავტოსახლად გადააკეთეს. ფურგონი, რომელსაც "ზღაპრული ფლამინგო"(Fabulous Flamingo) უწოდეს, თითქმის მთლიანად თვითმფრინავიდან არის აგებული, გამონაკლისი ძრავა და ძარაა.



ასეთი უჩვეულო მანქანის შემქმნელი ამერიკელი ჯინო ლუჩია. მამაკაცი აღნიშნავს, რომ ასეთ ავტომობილზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ ოცნების რეალობად ქცევა მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შეძლო.



ზღაპრული ფლამინგო ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ავტო სახლია მსოფლიოში. იგი აგებულია International DuraStar 4400 სატვირთო მანქანის ძარაზე, ხოლო მისი კორპუსი არის Douglas R4D თვითმფრინავის.


image



პროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუჩის ერთ-ერთმა ვაჟმა აღმოაჩინა Douglas R4D თვითმფრინავის ფიუზელაჟი როლას აეროპორტში, (მისური.) ის არავის სჭირდებოდა და 1970-იანი წლებიდან ღია ცის იჟანგებოდა, ამიტომ მისი მდგომარეობა არც თუ სახარბიელო იყო.


მამა- შვილმა იყიდეს ეს ფიუზელაჟი, შემდეგ შეაკეთეს და გადაწყვიტეს მის ბაზაზე სრულფასოვანი ავტომობილი- სახლის აშენება. ბუნებრივია, მუშაობის დროს განიცადა მრავალი მოდიფიკაცია, რის შემდეგაც იგი ზემოაღნიშნული სატვირთოს შასიზე დასვეს.


image

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, მათ მიიღეს უჩვეულო ატოკემპერი, რომლის სიგრძე 11, 6 მეტრა ხოლო სიმაღლე 3, 81 მ-ს აღწევს. საინტერესოა, რომ თუ მანქანის სიგანე მინიმუმ 1-2 სმ-ით დიდი აღმოჩნდებოდა, მაშინ მისი მართვა საჯარო გზებზე შეუძლებელი იქნებოდა.

image

ასეა თუ ისე, ასეთი მძიმე მანქანის ტარება ალბათ არც ისე ადვილია. „თვითმფრინავის“ სალონში არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ გზაზე კომფორტული ცხოვრებისთვის.

image

ინტერიერი საავიაციო სტილშია შექმნილი, ხოლო ლუჩის ოჯახი მის გაფორმება-აღჭურვას წელიწადზე მეტი მოუნდა. მოდიფიკაცია იწონის 7771 კგ-ს ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ძრავას გაუჭირდება.


image

ლუჩის თქმით, მანქანას შეუძლია აჩქარდეს 137 კმ/სთ-მდე. სამწუხაროდ, საწვავის მოხმარების შესახებ ინფორმაცია არ არის, მაგრამ რიცხვები შთამბეჭდავი უნდა იყოს. სამაგიეროდ ცნობილია რა დაუჯდა ლუჩის ოჯახს მისი გაკეთება - დაახლოებით 20, 000 დოლარი.

0
384
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0