x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ბოლერო და მაქმანები - ქალის თეთრეულის რეტრო რეკლამა
რეკლამა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ბრენდის წარმატების გარანტიაა. კარგი რეკლამა წინ გადაგდმული უდიდესი ნაბიჯია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშასადამე, ის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.

image

"რეკლამა"- ლათინურიდან აღებული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით "ყვირილს" ნიშნავს. რეკლამა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკია მარკეტინგულ სისტემაში, რომლის საშუალებით, არამარტო ვიხიბლებით პროდუქციით, არამედ ხშირ შემთხვევაში ვტყუვდებით კიდეც მომხმარებლები. მაშასადამე, ამა თუ იმ პროდუქციის დიდი სააგენტოები, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და განახლებული, ეფექტური რეკლამა მოგვახვიოს თავს, რათა მეტი რეალიზაცია მოახდინოს ამა თუ იმ ნაწარმის. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოდ, რომ უამრავი კრეატიული რეკლამა ჩვენს განცვიფრებას ნამდვილად იწვევს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2006 წლის სექტემბერში, ქალაქ სან-პაულოს მერმა, გასცა ე.წ. "სუფთა ქვეყნის კანონი", რაც სწორედ გარე რეკლამების ამოღებას გულისხმობს. კანონის მიღების წელს, ანუ 2006 წლის მიწურულამდე, კანონის თანახმად, სულ 15 000 ბილბორდი ამოიღეს, ასევე პლაკატები შენობებსა თუ გზებზე. კანონი ასევე კრძალავს სატრანსპორტო ავტობუსებზე არსებულ რეკლამებსა და ბროშურა-ბუკლეტების დარიგებას. სრული კონტროლისათვის კი ქალაქის მერმა მოახდინა გარე ვიდეო მონტაჟი, რისთვისაც 8 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო. სამხრეთ ამერიკის, სიდიდით მეოთხე ქალაქი კი ბოლო 7 წლის განმავლობაში, აღნიშნული მიზეზის გამო, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებში შევიდა.

მიღებულმა და დაკანონებულმა გადაწყვეტილებამ, ქალაქის ურბანული ფირმებისა და სარეკლამო ჯგუფების განგაში გამოიწვია, ვინაიდან რეკლამებიდან თვიურად შემოსული 133 მილიონი დოლარი შეწყდა და 200, 000 თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. გარდა ამისა, ქალაქი სრულ ჯუნგლებს დაემსგავსა, მხოლოდ ნაცრისფერი ბეტონის კედლებია, თუმცა მაინც აღნიშნავენ, რომ აქამდე პლაკატებით დაფარული არქიტექტურული ნიმუშები გამოჩნდა. სან-პაულო ერთადერთი ქალაქი არაა ასეთი კანონით, გარე რეკლამები ასევე აკრძალულია Vermont, Alaska, Hawaii და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქალაქ Maine-ში.

დღევანდელ მსოფლიოში რეკლამას დიდი ძალა აქვს. მე -19 საუკუნის ბოლოსა და მე -20 საუკუნის დასაწყისში მომავალმა გიგანტურმა კომპანიებმაც გაიგეს მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა. არსებობის პირველივე წლებიდან ჩანს მათი ნათელი ლოზუნგები ჩვენს სამყაროში და ბევრმა ბრენდულმა კომპანიამ იქიდანვე იცოდა რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა რეკლამას იმისათვის, რომ მისი საქონელი უფრო მომგებიანად გაეყიდა.

მაქმანები, საცვალი მუხლამდე, ბოლერო და მაქმანები - გასული საუკუნის შუა ხანებში ამის გარეშე არც ერთი ქალის გარდერობი არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ჰოდა, მოდით ვიმოგზაუროთ იმ ეპოქაში და ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალის თეთრეულის რეკლამები რეტრო ეპოქაში.

ბოლერო და მაქმანები - ქალის თეთრეულის რეტრო რეკლამა



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





იხილეთ აგრეთვე:



რეკლამები, რომლებიც შესრულებულია უმაღლეს დონეზეimage








შთამბეჭდავი სოციალური რეკლამები, რომლებიც დაგაფიქრებთimage





ცნობილი ბრენდების რეტრო რეკლამა 100 წლის წინ ასე გამოიყურებოდა






ქალის თეთრეულის ყველაზე პროვოკაციული რეკლამა +13image






1
269
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
269
  
2021, 2 დეკემბერი, 3:13
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1