x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ძნელია ამ სურათით დაიჯეროთ, რომ ეს ბელა ჰადიდია - არადა, ეს ნამდვილად ბელაა, რომელიც მისი თქმით, დეპრესიაშია

imageბელა ჰადიდი ბოლო დროს არ გამოჩენილა პოდიუმზე, რამაც სუპერ მოდელის თაყვანისმცემლების გაოცება და დაინტერესება გამოიწვია, თუმცა საინტერესო და რეალური ინფორმაცია არ გავრცელებულა მანამ, სანამ ბელა ჰადიდმა თავად არ დაწერა სოციალურ ქსელში თავის მდგომარეობაზე.

მისი თქმით, ის ღრმა დეპრესიაშია და "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ატვირთა სურათი, სადაც უმაკიაჟოდაა და ნამტირალევიც ჩანს.

მან ასევე ატვირთა თავისი ბოლო კლიპი, სადაც უილოუ სმიტს ეუბნება, რომ ადამიანებს ახასიათებთ უიმედობა და დგება მათ ცხოვრებაში მომენტი, როცა ისინი თავს ცუდად გრძნობენ.

"მე უილოუმ მითხრა, რომ მასაც ჰქონია ისეთი პერიოდი ცხოვრებაში, როცა აღმასვლას დაღმასვლა მოსდევდა და პირიქით, დაღმასვლას აღმასვლა.
მე ახლა დაღმასვლის პერიოდი მაქვს და იმედია აღმასვლის პერიოდიც დადგება...

სოციალური ქსელები არარეალურია, მათთვის ვინც იბრძვის, დამიჯერეთ ეს ასეა. მთავარია იყვნენ ადამიანები რომლებიც გეტყვიან, რომ თქვენ მარტო არა ხართ...

ფსიქიური განწყობის შცვლა ცუდისაკენ ამერიკულ მთის ატრაქციონს ჰგავს, მასაც აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, მაგრამ ეს ატრაქციონი ბოლოს მაინც ჩერდება, მე ვფიქრრობ და მე ვიბრძვი იმისათვის, რომ დეპრესია დავამარცხო და საზოგადოებას დავუბრუნდე სრულფასოვან ადამიანად" - ასეთ განცხადებას აკეთებს ულამაზეს ქალად აღიარებული ჰადიდი.

ექიმების დახმარებაზე ბელამ უარი განაცხადა. მისი თქმით, მას უნდა, რომ გაიაროს ის გზა, რომელსაც დეპრესიაში მყოფი ადამიანები გადიან. მისი თქმით, ის ახლა "იწვის" და ამ "წვის" შემდეგ აუცილებლად აღსდგება ფენიქსივით, რათა საზოგადოებას ძველ ბელა ჰადიდზე მეტად თავდაჯერებული და ბრწყინვალე სახით დაუბრუნდეს.


"თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაიგოთ და განიცადოთ საკუთარი ტკივილი, ასევე სხვისი დახმარების გარეშე ამ ტკივილის გადალახვით გამოწვეული სიხარულის განცდაც დიდებული რამეა".

გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბელა ჰადიდს და გამარჯვება დეპრესიასთან ბრძოლაში.
imageimageimageimageimageimage imageimageimageimage













0
360
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
360