x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 მცდარი მოსაზრება, რომლებიც დროა, რომ გაქარწყლდეს

გარკვეული ციფრები ჩვენს თავებში დამახსოვრებულია, მაგალითად, გვჯერა, რომ თუკი ძირს დაგდებულ ნივთს 3 წამში ავიღებთ, მასზე მიკრობები არ იქნება, ან ის, რომ ელვა ერთსა და იმავე ადგილას არასოდეს არტყამს, ყველაფერი ეს მცდარი მოსაზრებებიია, რომლისაც წლებია სჯერათ.

1. პირველყოფილები 30 წლამდე ცოცხლობდნენ

პრეისტორიულ ხანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წელი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი 29 წლის ასაკში კვდებოდა. ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალმა პროცენტმა შეამცირა მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მაინც და მაინც 30 წელი ცოცხლობდნენ.image

2. ადამიანი წელიწადში საშუალოდ 8 ობობას ყლაპავს

ამის შესახებ ვარაუდი პირველად 1993 წელს გამოთქვა ლიზა ჰოლსტმა. პუბლიკაციაში მან სპეციალურად გამოიგონა ციფრები, რათა დაემტკიცებინა, რომ ადამიანები ნებისმიერ სისულელეს დაიჯერებენ. გარდა ამისა, ობობა ძალიან მგრძნობიარეა სიცხისა და ვიბრაციის მიმართ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი განზრახ დაცოცავდნენ ადამიანებზე.image

3. ელვა ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არ ეცემა

საკმაოდ გავრცელებული მითია, რომლისაც ბევრს სჯერა. ამის შესახებ მრავალი კვლევაა ჩატარებული იმისათვის, რომ ვიცოდეთ სინამდვილეა თუ არა.image

4. დღეში საჭიროა 2 ლიტრი წყლის მიღება

თუ ცდილობთ საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებას, მაგრამ ბოლო ჭიქას უკვე ძალით სვამთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმს მეტი არ სჭირდება.- ეს მაჩვენებელი არ არის უნივერსალური, მთავარია წყურვილი დროულად მოიკლათ. image

5. ჭამის შემდეგ 30 წუთი ცურვა არ შეიძლება

პოპულარული მითის საწინააღმდეგოდ, ჭამის შემდეგ ცურვა ვერ გამოიწვევს კრუნჩხვას საჭმლის მოუნელობის გამო, მაქსიმუმ, შესაძლოა გულის რევის შეგრძნება გქონდეთ.image

6. ძაღლის სიცოცხლის 1 წელი ადამიანის სიცოცხლის 7 წელს უდრის

თუკი თქვენი ძაღლის წლოვანების გაგება გინდათ ადამიანის ასაკის საზომით, 7:1-ის პრინციპი არ უნდა გამოიყენოთ. სინამდვილეში, ეს დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე. მითი ამ პრინციპის შესახებ 1960-იან წლებში წარმოიშვა საბავშვო წიგნებიდან.image

7. ბუზები მხოლოდ 24 საათი ცოცხლობენ

დიდი ზომის ბუზები 2-4 კბივირის განმავლობაში ცოცხლობენ, ასევე შეუძლიათ ზამთარში დაიძინონ და გაზაფხულს ისევ გამოჩდნენ.image

8. ენას გემოს აღქმის 4 ზონა აქვს

ფაქტობრივად, გემოვნება იგრძნობა ენის ყველა ნაწილში და ვერსია 4 ზონის შესახებ გაჩნდა გერმანელი მეცნიერის დევიდ ჰანიგის ნაშრომის არასწორი თარგმანის შედეგად.image

9. ოქროს თევზებს 3 წამიანი მახსოვრობა აქვთ

სინამდვილეში, ოქროს თევზის მეხსიერება სულაც არ შემოიფარგლება 3 წამით. ისრაელელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თევზები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში მიჩვეული იყვნენ საკვების მიღებას გარკვეული ხმის გაგების შემდეგ, ბუნებრივ პირობებში ცხოვრების 5 თვის შემდეგაც გაახსენდათ ეს ფაქტი.image

10. ადამიანს მხოლოდ 5 გრძნობის ორგანო აქვს

ადამიანს 5 გრძნობაზე ბევრად მეტი აქვს. ზოგიერთი მეცნიერი 21-მდეც კი ითვლის, მათ შორის, მაგალითად, წონასწორობას, ტკივილს, ტემპერატურას, სივრცეში პოზის შეგრძნებას.image









0
1073
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1073
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0