x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115347
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
10 კინოშეცდომა, რომელზეც ყურადღება არასდროს მიგიქცევიათ

image


კინომოყვარულები ყოველთვის ამჩნევენ კადრებში გაპარულ შეცდომებს, იქნება ეს ნაკაწრი თუ ანარეკლი მბზინავი კარის სახელურზე, თუმცა ისეც ხდება რომ მათ არსებობას თითქმის ვერავინ ამჩნევს. დღეს, სწორედ ასეთ შემთხვევებს განვიხილავთ. წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ ფილმებში გაპარულ 10 კინოშეცდომას რაც "გამოცდილი" მაყურებლის თვალს შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენია.




"ავატარი"


image


ჯეიკის ვიდეობლოგის კუთხეში თარიღია - 30 მაისი, ხოლო ჯეიკის ბულდოზერზე თავდასხმის ვიდეო კადრებზე კი უკვე - 19 მარტია მითითებული, ნუთუ დრო პანდორაზე უკან მიდის?





"მებრძოლთა კლუბი"


image


ამ ბიჭის პერანგზე ლაქა პერიოდულად ხან ჩნდება, ხან ქრება.





"პერლ ჰარბორი"


image


ერთ-ერთი პილოტი გოგონას ხან მარჯვენა, ხანაც მარცხენა ხელით ხატავს.






"მატრიცა"

image


ტრინიტის თვითმფრინავში ასვლამდე ხელთათმანები არ აცვია. მომდევნო კადრში კი ისინი სასწაულებრივად ჩნდება.






"მეხუთე ელემენტი"


image


სავენტილაციო მილებმა ლილუს ხელისგულები შავად შეღება, ხოლო კორბენის ტაქსიში ლილუს ხელები უკვე სუფთაა.





"ელისი საოცრებათა ქვეყანაში"


image


თეთრი დედოფლის ცხენის სადავეები ქვემოთ არის ჩამოკიდებულია, წამის შემდეგ კი მათ უკვე ცხენის კისერზე შეკრულს ვხედავთ.





"ტიტანიკი"


image


უბრალოდ შეხედეთ ამ გემბანს! ეს სრულიად განსხვავებული დეკორაციებია: მეორე ფოტოზე მოაჯირეები უფრო წვრილი და ხშირია, გემბანის ფერი კი უფრო თეთრი, ღუზა საერთოდ შეცვლილია.




"იურიული პერიოდის პარკი"


image


მექანიკური ხელი, რომელსაც ხელში კვერცხი ეჭირა მომდევნო კადრში უკვალოდ ქრება.



"ადამიანი-ობობა 2"


image


მაშინ როდესაც პიტერი მატარებლის გაჩერებას ცდილობს, მას მკლავზე კოსტიუმი ერღვევა, მომდევნო კადრში კი კოსტიუმზე ნარღვევის კვალიც კი არ არის.





"რკინის კაცი"



image


პეპერის მობილური ტელეფონის ყურსასმენები კადრში პერიოდულად ხან ჩნდება, ხანაც ქრება.





0
504
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
504