x
მეტი
  • 19.01.2022
  • სტატია:116313
  • ვიდეო:353090
  • სურათი:490165
"წალენჯიხის გამგებლის მკვლელობის ამბავი მეგის ქარდავას ფარულ ჩანაწერში" - საინტერესო დეტალები
image


სამეგრელოში მოღვაწე ადგილობრივი ჟურნალისტი ნანა ფაჟავა ახლახან უკრაინის მხრიდან საქართველოსთვის გადმოცემული ვიდეოკადრების შესახებ საინტერესო დეტალებს წერს. ცნობილია, რომ მეგის ქარდავას ბინიდან ამოღებული ვიდეო კადრები გასულ კვირას გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა. ჩანაწერში ისმის, ალექსანდრე მუხაძე და მეგის ქარდავა ერთერთ დაკავებულს როგორ ემუქრებიან გაუპატიურებით, აჭმევენ მის მიერვე დაწერილ ჩვენებას და აიძულებენ წალენჯიხის გამგებლის აფეთქების ამბავი დაიბრალოს და სხვებიც დაასახელოს.

„შსს-ს მიერ ბოლოს გავრცელებულ წამების კადრებში გარკვევით ისმის მეგის ქარდავას კითხვა ნაწამები ადამიანის მიმართ-სად ააფეთქე გამგებელი? პასუხიც იქვეა-წალენჯიხაში. ამ დრომდე არ ვიცით, არც მედიამ და არც საზოგადოებამ, თუ რა ტერორისტული აქტის აღიარებას ითხოვენ წამების შედეგად. არადა, უნდა ვიცოდეთ! მაშინ, სააკაშვილის ძალოვანმა უწყებამ ტერორისტული აქტი აფხაზურ მხარეს ოფიციალურად დააბრალა. თუმცა, არავინ იცის სროლა საიდან განხორციელდა და ვინ დანაღმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. ჩემი ვარაუდით, ეს გამგებლის აფეთქება გია მებონიას უკავშირდება, წალენჯიხის გამგებელს, რომელიც 2008 წლის 25 ოქტომბერს, სოფელ მუჟავაში მოკლეს. მაშინ “ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის’’ გავაკეთე კიდეც რეპორტაჟი, შევეცადე გამერკვია მომხდარის დეტალები, მაგრამ ბევრი კითხვა დღემდე უპასუხოდ დარჩა. გია მებონიასთან ერთად იმ დღეს გია ხარჩილავაც იყო, წალენჯიხის მაშინდელი საკრებულოს თავ-რე და დღეს მოყელყელავე მერი. ამაზე ქვემოთ…

24 ოქტომბერს, მუჟავაში, საზღვრისპირა სოფელში, ოთარ საბულუას სახლი დაცხრილეს. ოჯახმა გამოაღწია სამშვიდობოს. ცოტა ხანში ჟურნალისტებმა შემთხვევის ადგილი გადაიღეს, მაგრამ რატომღაც, წალენჯიხის ცენტრიდან, გოგოხიამ და ბერულავამ გამგებელი და საკრებულოს თავ-რე ინტერვიუს ჩასაწერად მუჟავაში გაიხმეს. გზად, საბულუაც იძულებით გაიყოლეს, რომელიც გაყვიროდა-დანაღმულია ჩემი ეზო და შესვლა სახიფათოო… გია მებონია ადგილზე მოკლეს, მძიმედ დაჭრილი ოთარ საბულუა ვერ გადარჩა, მძიმედ დაჭრილი პოლიციელი ზვიად ლაგვილავა მაშინ გადარჩა, თუმცა მისი სიცოცხლე შემდეგ მაინც ტრაგიკულად დასრულდა. გადარჩა გია ხარჩილავაც. იქნებ ახლა, 13 წლის შემდეგ მაინც გვითხრას უკვე მერის სავარძელში გამოჭიმულმა და წალენჯიხის “აღმშენებელმა’’ მერმა სიმართლე, თუ რა მოხდა იმ დღეს მუჟავაში და რას შეეწირა ამ ადამიანების სიცოცხლე?! რას მალავს ხარჩილავა, უნდა ვიცოდეთ! ის კი გვახსოვს, იმავე 2008 წლის აპრილში, როგორ გადააგდო მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენილი ხარჩილავა გუბერნატორმა გოროზიამ, სააკაშვილმა და როგორ ჩაანაცვლეს მას როლანდ ფიფია-სარატოვში სავაჭრო “ბუტკების’’ მფლობელი ბიზნესმენი…“ - წერს ნანა ფაჟავა.

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პატიმრის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე, ბრალდებულად პასუხისგებაში არიან მიცემულნი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთოხების განყოფილების ყოფილი უფროსი, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.

მოპოვებული ვიდეოჩანაწერებიდან, აღნიშნული ვიდეო არის ერთ-ერთი.

.

-- მოტ@ნული ხარ?
-- არა ვარ მოტ.... არა ვარ მოტ.... ბატონო და გაიგეთ რა...
მეგის ქარდავა: ეს უეჭველი მოტ@ნულია რა...
-- აიღე ტყვია და მესროლე რა... მაგის დედა ვატირე... არა ვარ ისეთი კაცი, თქვენ რომ ფიქრობთ... ხო გაქვთ, ერთი ტყვია გენანებათ ჩემთვის? მომკალით და ვსიო რა... გათავდება სუყველაფერი...
მეგის ქარდავა: -- ჩაიყვანე რაა... პროსტა იმენა ჩახადონ... მიადონ დაჟე...
ციხის უფროსი ალექსანდრე მუხაძე: -- მოვატ@ნევინებ დაჟე და გადავუღებ. ვეტყვი, ოჯახში გავაგზავნი თქო.
--მერე იტყვის ყველაფერს რა..
მუხაძე: -- ხვალ საღამოს ტყვნ@ში გავაბერიებ ამას... პირიდან თესლი რომ გადმოუვა მერე იღუღუნებს...
ქარდავა: -- ეშინია პრო@ის გახევის და გატყდება მუხაძე: -- პირი გააღე ეხლა თუ არა პროჭიდან გათავებას გასწავლი შე ყ...ეო, შენა..
.


0
1095
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
1095
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0