x
image
რუსუდან ნადირაშვილი
სკანდალური განცხადება - "დიეგო მარადონა გულის გარეშეა დაკრძალული"

image

არგენტინელმა ექიმმა, მწერალმა და ჟურნალისტმა, ნელსონ კასტრომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო არმანდო მარადონა გულის გარეშე იქნა დაკრძალული.

არსებობს გულშემატკივრების რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ხიმნასია ლა პლატას წარმოადგენს და იყო საშიშროება, რომ ისინი გარდაცვლილი მარადონასთვის გულის მოპარვას გეგმავდნენ, მაგრამ ეს აღარ მოხდება, ვინაიდან მათი განზრახვის შესახებ ცნობილი გახდა და ამიტომ, მარადონა გულის გარეშე დაკრძალეს.

ერთ-ერთი მიზეზი მისი შესწავლის აუცილებლობაც წარმოადგენდა. გული ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიკვდილის მიზეზის დადგენაში.

სამწუხაროდ, ის იყო დამოკიდებული ყველაფერზე, რაც მის ჯანმრთელობას ანადგურებდა, თუმცა სხვები გაცილებით ადრე მოკვდებოდნენ. მარადონას საოცრად ელასტიური სხეული ჰქონდა. პრობლემა ის არის, რომ მას არასოდეს უცდია სრულად გამოჯანმრთელება.

დიეგოს გული დაახლოებით ნახევარ კილოგრამს იწონიდა, რაც ნორმას 200 გრამით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ის სპორტსმენი იყო და ჩვეულებრივ, მათი გული სხვებთან შედარებით დიდია, მარადონას გული მაინც გამოსარჩევი იყო, მაგრამ ის მაინც გულის უკმარისობამ იმსხვერპლა, - განაცხადა კასტრომ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, "ფეხბურთის ღმერთს" გული გაუჩერდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასული წლის 4 ნოემბერს მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, რის გამოც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.


ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა. 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი. რიგი გამოკითხვების მიხედვით, მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში ის იყო კლუბ „ხიმნასიას“ მწვრთნელი.

0
382
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0