x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ყველაზე ბოროტი და საშინელი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში
image


სხვადასხვა ეპოქაში არსებობდნენ ადამიანები, ვისთვისაც უცხო იყო ჰუმანიზმი და პატიება. ეს ხალხი მხოლოდ სიბოროტეს ჩადიოდა, რადგან სხვა არაფერი იცოდა, და ყველაზე ცუდი ის გახლდათ, რომ მათ როგორღაც შეძლეს და ყველაზე გავლენიან ადამიანებად იქცნენ, რომლებსაც ნებისმიერი სულიერის მოკვლა ყოველგვარი შებრალების გარეშე შეეძლოთ. წარმოგიდგენთ ისტორიში 10 ყველაზე სასტიკ და შეუბრალებელ ადამიანს, რომელთა სისასტიკეს არც საზღვრები ჰქონდა და არც ზომები.





ჰაინრიხ ჰიმლერი


image


ნაცისტური პარტიის წამყვანი წევრი, ჰიმლერი დაახლოებით 6-7 მილიონი ებრაელის, პოლონელის და რუსი კომუნისტის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი. ამ ავადმყოფ ადამიანს რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ავეჯი და წიგნები ებრაელთა ძვლებისა და კანისგან ჰქონდა დამზადებული.





ელიზაბეტ ბატორი


image


ასევე ცნობილია როგორც გრაფინია დრაკულა, ის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი, სისხლიანი ლედი. ელიზაბეტმა სიცოცხლეს დაახლოებით 650 ახალგაზრდა გოგონა მხოლოდ იმიტომ გამოასალმა, რომ მათი სისხლით კანი გაეახალგაზრდავებინა.ჭორების თანახმად, ის ჭამდა თავის მსახურებს და მათ სისხლშიც ბანაობდა.






თალაათ ფაშა


image


1910-იანი წლების ბოლოს ოსმალეთის სულთნის დიდი ვეზირი და სომეხთა მასობრივი დეპორტაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თალაათ ფაშა, პასუხისმგებელი იყო 1, 5 მილიონი სომეხის გაუპატიურებაზე, წამებასა და გენოციდზე.





იოზეფ მენგელე


image


ოსვენციმის ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში სამსახურის დროს, ნაცისტური გერმანიის სს-ის ოფიცერმა და ექიმმა 400-მდე ებრაელი გაზით მოწამლა. მენგელე ასევე პასუხისმგებელია საზარელ ექსპერიმენტებზე და პატიმრებზე განხორციელებულ ბარბაროსულ ქმედებებზეც. წარმოუდგენელი სისასტიკის გამო მას მეტსახელად "სიკვდილის ანგელოზიც" კი შეარქვეს.





ვლად დრაკულა


image


ასევე ცნობილია, როგორც ვლად ცეპეში (გვარი რუმინულიდან ითარგმნება, როგორც ძელი) იმის გამო, რომ მას ადამიანების ძელზე გაკვრა უყვარდა. ის ასევე წვავდა ღარიბ და სუსტ ბავშვებსაც და მშობლებს მათ ჭამას აიძულებდა. ვლად დრაკულამ სახელი განსაკუთრებული სისასტიკით გაითქვა, რაც შემდგომში მრავალი ლეგენდის წყარო გახდა. სწორედ მისი გავლენით დაწერა ბრემ სტოკერმა რომანი "დრაკულა".






სადამ ჰუსეინი


image


ის, როგორც ერაყის პრეზიდენტი, პასუხისმგებელი დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქის მკვლელობაზე იყო. ტირანი ადამიანების სიკვდილით დასჯას კამერაზე იღებდა და სახლში თავს მათი ყურებით ირთობდა.






მაქსიმილიან რობესპიერი


image


საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფიგურის დროებითი მეფობის დროს ქვეყანაში სრული ქაოსი სუფევდა. რობესპიერი განურჩევლად ყველას კლავდა, და თვლიდა რომ შეწყალება შეუძლებელი იყო.






ჰიროჰიტო


image


იაპონიის 124-ე იმპერატორი, ის იყო პასუხისმგებელი მილიონობით ჩინელის, ინდონეზიელის, კორეელისა და ფილიპინელის გენოციდზე. მან თავის ჯარისკაცებს მეორე მსოფლიო ომის დროს 200 000 ქალზე სექსუალური ძალადობის უფლებაც კი მისცა.





ნერონი


image


ნერონი რომის იმპერიის ერთ - ერთი ყველაზე სასტიკი ლიდერი იყო. ანტიქრისტიანული განწყობებით ცნობილი ის ქრისტიანებს არა მხოლოდ მასხრად იგდებდა, არამედ წვავდა კიდეც.






იოსებ სტალინი


image


სტალინი, როგორც საბჭოთა კავშირის ლიდერი, საბოლოოდ 40 მილიონი ადამიანის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი. ერთხელ მან ისიც კი თქვა:"ერთი სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონი სიკვდილი კი მხოლოდ სტატისტიკაა".




0
572
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
572