x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ვარდების რევოლუცია რომ არ მომხდარიყო..." - ზაზა ბიბილაშვილი

image

იურისტმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა "პეპლის ეფექტი" წარმოიდგინა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი- "რა მოხდებოდა ვარდების რევოლუცია რომ არ მომხდარიყო".

"ვარდების რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, დღეს პენსია იქნებოდა 23 ლარი და გაიცემოდა 6 თვეში ერთხელ. სინათლე გვექნებოდა დღე-ღამეში 9 საათი და ხალხი მოითხოვდა, გრაფიკით მაინც მოგვეცით, რომ შხაპი და სარეცხი დავგეგმოთო.

პატრულის ნაცვლად გვეყოლებოდა ძაღლობა და ღერძულა ხაზის ყოველ უნებლიე გადაკვეთაზე ვიღაც ღიპიან ტიპს გადავუხდიდით 20 ლარს.
ადამიანების გატაცება და "დავაზვრატება" ისევ ერთერთი ყველაზე სარფიანი ბიზნესი იქნებოდა.

აჭარაში შესასვლელად დაგვჭირდებოდა ვიზა. პანკისში და ჯავახეთში ვერ შევიდოდით.

ბათუმში ყოველი წვიმის მერე ქუჩებში კანალიზაცია ამოვიდოდა. სიღნაში არაფერი მოხდებოდა. არც ანაკლიაში. არც რაბათსა და ახალციხეში.
სვანეთში ტურისტები ვერ ივლიდნენ. იქ ისევ მონათმფლობელი აფრასიძეები ითარეშებდნენ. შესაბამისად, ვერც ბღუჯა ფული ედებოდათ ჯიბეში სოფლის ბირჟებზე ქალებს.

ნორჩი წითლები სისტემას არ დაანგრევდნენ, არამედ ნებიერად ჩაანაცვლებდნენ რეზო ამაშუკლებს და ქეთი დოლიძეებს, სისტემის მგზნებარე კრიტიკის ფონზე.

გირგვლიანი, ვაზაგაშვილი და რობაქიძე ცოცხლები იქნებოდნენ. ასევე ცოცხლები იქნებოდნენ ბარბარე რაფალიანცი, ეროსი კიწმარიშვილი, შალვა თათუხაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზვიად ლაგვილავა, ალექსანდრე დანელია, სერგო უბილავა, ვანო ივანაძე, კორტავა, სირაძე და ათასობით სხვა.

ლარის კურსი ამაზე უარესი ალბათ ვერ იქნებოდა. ივანიშვილისთვის ხეების, ადამიანებისა და ქვეყნის ყიდვა შეუდარებლად იაფი დაჯდებოდა.

ღარიბაშვილისთვის არაფერი შეიცვლებოდა. ის ისეთივე მონად დარჩებოდა, როგორიც დღესაა. გიორგობას გილოცავ, გველეშაპის ხელში ჩავარდნილო ქვეყანავ!" - წერს ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა.

0
196
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0