x
მეტი
  • 31.01.2023
  • სტატია:125294
  • ვიდეო:355889
  • სურათი:498178
3 მიზეზი: რატომ არ უნდა გაიკეთოთ ტატუ ძალიანაც რომ გინდოდეთ

image


ტატუ - შესანიშნავი საშუალებაა სხეულისა და სულის განებივრებისთვის. სვირინგები დღესდღეობით თავადაც მოგეხსენებათ თუ რაოდენ პოპულარულია, ისინი ხომ თქვენს იმიჯს არა მხოლოდ ავსებენ, არამედ მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდიან, თუმცა დღეს მსურს მოგიყვეთ იმ სამი მიზეზის შესახებ, რის გამოც სვირინგის გაკეთების იდეა სჯობს რომ თავიდან ახლავე ამოიგდოთ.


image


1. ტატუს საღებავის შემადგენლობა საკანონმდებლო ნორმებით არ კონტროლდება.


image


"საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ძირითადად შესაღებ საშუალებებს ეხება, რომელსაც კოსმეტიკა, ტექსტილი და საკვები პროდუქტები შეიცავს უკიდურესად მკაცრია, ხოლო აი, ტატუს პიგმენტი ამ სიაში ჯერჯერობით ვერ მოხვდა. ეს სრული აბსურდია, " - წერს გერმანელი დერმატოლოგი იაელ ადლერი თავის წიგნში "რას მალავს კანი."


ტატუს საღებავი ისეთ ბევრ საშიშ ნივთიერებას შეიცავს, როგორიცაა - ტყვია, ნიკელი, ტიტანი და ქრომი.




2. საღებავის პიგმენტი ორგანიზმიდან არ გამოიყოფა.


image


საღებავების პიგმენტის სრულად მოშორება შეუძლებელია. "რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა ტატუს მფლობელი კანის კიბოს რისკის ქვეშ ნამდვილად არ იმყოფება, თუმცა ასეთ ადამიანებში მისი გაჩენის რისკი აუცილებლად გაიზრდება", -ამბობს ამერიკელი დერმატოლოგი ჯეინ რუტი ჟურნალ "LANS"-სთან ინტერვიუში.




3. ტატუს მოშორება არც ისეთი ადვილია.


image


ტატუს მოშორების რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა მათთაც კი არაერთი უარყოფითი მხარე გააჩნიათ:


ტატუაჟი - კამუფლაჟი საშუალებას გაძლევთ ტატუ ხორცისფერი პიგმენტით "გადაფაროთ", მაგრამ ეს მეთოდი დიდი და მკვეთრი ნახატების გადასაფრად არ გამოგადგებათ. რუჯის დროს კი კანის ეს უბანი სხეულის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებული და ვიზუალურად არც იმნდენად ლამაზი სანახავი იქნება.


ლაზერული პროცედურა დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია. ის პიგმენტის განადგურების ხარჯზე, ტატუს თერმული რეაქციის გამოყენებით მოცილების საშუალებას იძლევა, მაგრამ ასეთი პროცედურა პიგმენტს კანის ღრმა ფენაში - დერმისში მაინც ვერ აშორებს.




რა ვქნათ თუკი ტატუ ძალიან გვინდა?


image


სვირინგის შესანიშნავი ალტერნატივაა - მეჰენდი, რომლის დროსაც სხეულის ინით მოხატვა ხდება. ის ლამაზიც არის და უსაფრთხოც, თუმცა სანამ ინით მოხატვას გადაწყვეტდეთ, წინასწარ აუცილებლად შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.


image



სვირინგის ალტერნატიულ ვარიანტი შეიძლება იყოს ფეშენ - ტატუც, ანუ დროებითი სვირინგი.






0
334
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
334