x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გარდაცვლილ დიეგო მარადონას არასრულწლოვნის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი

image
რამდენიმე დღის წინ 37 წლის კუბელმა ქალმა მავის ალვარეს რეგომ უკვე გარდაცვლილი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ქალის თქმით, შემთხვევა კუბაში 2001 წელს მოხდა, როდესაც ის 17 წლის იყო. მან არგენტინის ყოფილ კაპიტანთან შეხვედრას მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი მომენტი უწოდა. „მარადონამ პირზე ხელი ამაფარა, რომ არ მეყვირა, არაფერი მეთქვა და შეურაცხყოფა მოეყენებინა. იმ დღეს დედაჩემი მოვიდა ჩემთან ჰავანაში, მაგრამ დიეგოს არ სურდა მისთვის კარის გაღება. დედაჩემმა დააკაკუნა, მაგრამ კარი არ გაუღო. გააუპატიურა, ასეც მოხდა“, - ციტირებს მის სიტყვებს გამოცემა Infobae.

მევის ალვარეს რეგო ასევე ამტკიცებს, რომ მარადონამ იგი ძალით წაიყვანა არგენტინაში და ჩაკეტილი ჰყავდა. 37 წლის ქალი ბუენოს აირესში დაბრუნდა, სასამარტლოში ტრეფიკინგის საქმეზე გამოსაცხადებლად. ის მარადონას გარემოცვიდან კიდევ ხუთ ადამიანს ადანაშაულებს, რომლებიც ფეხბურთელს კუბაში 20 წლის წინ თან ახლდნენ.

შეგახსენებთ, რომ მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო.

1
232
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
232
  
2021, 22 ნოემბერი, 20:57
აქამდე სად ბაბუამისთან იყო? პოპულარობა მოუნდა იმ ბანძს და ეგრევე მარადონას მიადგა....
0 1 1