x
image
ლანა92
ეტიკეტი?! ბოდიში, ამ ვარსკვლავებს მსგავსი არაფერი სმენიათ და არც რცხვენიათ

image

ცნობადობა ხშირად მხოლოდ ცალმხრივად ესმით. ვარსკვლავების ნაწილს ჰგონია, რომ საზოგადოება აუცილებლად და უპირობოდ უნდა აფასებდეს მათ, მაგრამ საკუთარ პასუხისმგებლობას საერთოდ ვერ აცნობიერებენ თუ არ აღიარებენ. ამის შედეგია პაპარაცების მიერ დაჭერილი სამარცხვინო კადრები, რომლისაც არათუ პოპულარულ სახეს, არამედ ნებისმიერ ქუჩის მცხოვრებს უნდა შერცხვეს. ვარსკვლავებს ნამდვილად არ აქვთ იმდენად არაკომფორტული და მოუხერხებელი ცხოვრება, რომ საჯაროდ ქუჩაში დაცალონ შარდის ბუშტი, ან მანქანიდან სხეულის ყველაზე პიკანტური დეტალის, ნაწილის გადმოფენის გარეშე ვერ გადმოვიდნენ. სტატიაში წარმოგიდგენთ პოპულარულ სახეებს, რომელთაც საჯაროდ შეირცხვინეს თავი იმის გამო, რომ ეტიკეტი, ქცევის წესები და ნორმები მათთვის უცხო და ზედმეტი ბარგია.


ოუენ უილსონი

image

ჰავაიზე დასასვენებლად წასული უილსონი ადგილობრივ კლუბს ეწვია, რადგან მას ძალიან უყვარს გოლფის თამაში. როგორც ყველა წესიერი ბიჭი, საპირფარეშოში კი არ წავიდა, არამედ იქვე, კლუბის აპარატის გვერდით, გოლფის ხელკეტებთან დემონტრაციულად დაცალა შარდის ბუშტი.



კირსტენ დანსტი

image

ალკოჰოლიზმისაკენ მიდრეკილებითა და სიმთვრალისას სამარცხვინო ეპიზოდებით ცნობილი ამერიკელი მსახიობი ძალიან უხერხულ პოზაში იმყოფება მანქანიდან გადმოსვლისას. ეს ერთი უხერხული ეპიზოდი მრავალი შეცდომის შედეგია: 1. საცვლებზე უარი; 2. ზედმეტი თრობა და 3. სიფრთხილესა და ეტიკეტზე უარი. მას არაფრით შეუწუხებია თავი, რომ უმოკლესი კაბიდან სხეულის მოშიშვლებული ინტიმური ნაწილი არ გამოეაშკარავებინა.


ბრიტნი სპირსი

image


ეს არაა ბრიტნი სპირსის ყველაზე სამარცხვინო ფოტო, რადგან სახლიდან უტრუსოდ გასულიც არაერთხელ ახსოვთ. აქ უბრალოდ გულიანი და მოურიდებელი დაცემინებისათვის ემზადება, თუმცა დაცემინებაცაა და დაცემინებაც. ხომ შეიძლება, რომ პირზე ხელი აიფაროს, ან მეტი სინაზე გამოიჩუნოს?!

0
648
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0