x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490309
მავნე ჩვევა,რომელმაც ვარსკვლავები შეარცხვინა - აი, რინოტილექსომანიის მსხვერპლნი

image


ცხვირში თითი ერთ-ერთი ყველაზე მავნე ჩვევაა, რომელიც მსოფლიოში ბევრ ადამიანს აწუხებს. 2001 წელს ინდოელმა მეცნიერებმა ნობელის პრემიაც კი მოიპოვეს ამ პრობლემის კვლევისათვის. კვლევის შედეგის მიხედვით, გამოკითხული 200 სკოლის მოსწავლიდან თითოეული მათგანი დღეში 4-ჯერ მაინც იყოფდა ცხვირში ხელს. ცხვირში თითის ჩაყოფას მეცნიერულად "რინოტილექსომანია" ეწოდება. ცხვირიდან გამომშრალი ლორწოს თითით ამოღების ჩვევისაგან არც ცნობილი ადამიანები არიან.


ლინდსი ლოჰანი

image


ლინდსი ლოჰანი საჯაროდ ცხვირში თითის ჩაყოფის ერთ-ერთი დიდი მოყვარულია. ეს არავის ამშვენებს და არც ლინდსი ლოჰანია გამონაკლისი. სხვა ყველაფერთან ერთად, რინოტილექსომანები გონებასუსტის შთაბეჭდილებას ტოვებენ.



ჯეიკ ჯილენჰოლი

image


ალბათ, ვერ წარმოიდგენდით, მაგრამ ვარსკვლავური "სნიფერების" საზოგადოებაში მოხვდა ჯეიკ ჯილენჰოლიც: მსახიობი მობილურზე საუბრისასა ჩაფიქრებულია და ცხვირს თითით იჩიჩქნის.

ედ ვესტვიკი


image


თუ ვარსკვლავების სამარცხვინო ფოტოები ძირითადად პაპარაცების თვალთვალის შედეგია, ზოგჯერაც ცნობილების ცუდი აღზრდა ხდება მიზეზი იმისა, რომ მათ დიდხანს "ადიდებენ". უხეირო მანერები და ჩვევები არავის ამკობს და ეს სერიალ "ჭორიკანას" ვარსკვლავ ედ ვესტვიკსაც უნდა ცოდნოდა. ერთ-ერთი გადაღებისას შესვენებაზე მსახიობმა კოლეგებისა და თავყვანისმცემლების თვალწინ ენერგიულად დაიწყო ცხვირში თითის შეყოფა და იქ ქექვა. "არქეოლოგიური გათხრებისა" და "ახალი აღმოჩენებისათვის" არც ისე შესაფერი დრო შეარჩია.

0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0