x
მეტი
  • 09.02.2023
  • სტატია:125545
  • ვიდეო:355969
  • სურათი:498451
ყველაზე უხერხული ეპიზოდები ცნობილების ცხოვრებიდან - ეს ნამდვილად კატასტროფაა

image

ალბათ, ყველას გადაგვიღია ფოტოები, რომელზეც ისე არამიმზიდველად გამოვიყურებით, რომ მას არასოდეს გამოვაქვეყნებთ სოციალური ქსელების საკუთარ გვერდზე. კიდევ უფრო რთულადაა საქმე ცნობილი ადამიანების შემთხვევაში, რადგან ისინი იმყოფებიან პაპარაცების მხრიდან მუდმივი თვალთვალის ქვეშ. ფოტოგრაფები ვარსკლავებს ყველაზე უხერხულ ეპიზოდებში ჩაავლებენ ხოლმე ხელს და იღებენ შესაბამის ფოტოებს. ეს უხერხული ფოტოები ცნობილი ადამიანებისათვის იქცევა ერთგვარ საშიშ საგნად მთელი ცხოვრების განმავლობაში. ცნობილები სიამოვნებით გაანადგურებდნენ ყველა იმ ფოტოს, რომელზეც აშკარად არავარსკვლავურად გამოიყურებიან (შიშველ, ნასვამ მდგომარეობაში, ან თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ).

წარმოგიდგენთ უხერხულ ეპიზოდებს ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან:

ბრედ პიტი

image

პარიზში, ფილმის "ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი" პრემიერაზე ყოფნისას ბრედ პიტი საპირფარეშოში შევიდა, სადაც შარვლის ღილების შეკვრა დაავიწყდა. იგი წითელ ხალიჩაზე ამ სახით გამოჩნდა. პაპარაცებს დიდი ბრძოლა არ დასჭირვებიათ მაკომპრომატირებელი კადრის გადასაღებად. იგი ადვილად შეამჩნიეს.

მიშა ბარტონი

image

ბრენდული ტანსაცმლის სიყვარულმა და საცვლების სიძულვილმა მიშა ბარტონს ბოროტი ხუმრობა მოუტანა. ერთ-ერთ წვეულებაზე ვარსკვლავის ძვირადღირებული ბლუზა მოღალატურად ჩამოიწია, გადაიხარა მარჯვნივ და მიშა ბარტონის მკერდი მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩინა დამსწრეთა წინაშე.

ჯენიფერ გარნერი (ჰოლივუდის მსახიობი და ბენ აფლეკის მეუღლე)

image

ჯესიკა ალბა

image

ვარსკვლავი ზედმეტად ემოციურად და თავშეუკავებლად მოიქცა ემტივის დაჯილდოების ცერემონიაზე.

ჯესიკა სიმპსონი

image

მაღალი ქუსლები ნამდვილი კატასტროფაა ჰოლივუდის ლამაზმანებისათვის. აი, ჯესიკა სიმპსონის მაგალითიც და მოღალატურად მოღრეცილი ქუსლები..

ნიკოლ რიჩი

image

მოუხერხებელი ფეხსაცმლის გამო ჯესიკა სიმპსონზე უარეს დღეში ჩავარდა ნიკოლ რიჩი. პაპარაცებმა დააფიქსირეს, თუ როგორ დაუსხლტა ფეხი კიბეებზე მოულოდნელად და მერცხალივით გადმოფრინდა.

0
621
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0