x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით, ყველაფერი გააკეთეთ, გთხოვთ!" - ბიძინა კულუმბეგოვი

image

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია. მან მოსახლეობას მშობლების აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩატარებული 1 მილიონი აცრიდან 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი მხოლოდ 29%-ია. ამის ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მიხედვით საქართველოს პირველი ადგილი.

თქვენ არ იცრებით, არ იცრებით, თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით! ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის, გთხოვთ!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კი სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონავირუსი ყველას მონახავს.

„სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც ყველა აუცრელს მონახავს. მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა“, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად, ქვეყანაში მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა აიცრას.

„ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის შეფასებით კი საგანგაშო მდგომარეობაში ვართ.

„მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ იზრდება, მაგრამ განსაკუთრებულად ეს პერიოდი არის 5-6 ათასი, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. მაღალ ინფიცირებულთა რაოდენობას ემთხვევა ის, რომ სიკვდილიანობაც მაღალია.

ბევრი არის კრიტიკული, ბევრი არის მძიმე. რა განაპირობებს ამ სიმძიმეს, განაპირობებს ის, რომ უპირატესად არ არიან ვაქცინირებულები. რა თქმა უნდა, ამოიწურება კლინიკების შესაძლებლობები თუ ასე გაგრძელდა, იმიტომ, რომ მეტი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო და უკვე ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

image

დედოფლისწყაროში, 5 შვილის დედა, 49 წლის ნატო ტოკლიკიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას დედოფლისწყაროს კოვიდ-კლინიკაში მკურნალობდნენ.

დედოფლისწყაროს კოვიდ-კლინიკის მენეჯერის ხათუნა აგლაძის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანისას უკვე რთული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისთანავე იყო რთული. ბოლოს გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, მაგრამ გადარჩენა შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, ქალბატონი არ იყო ვაქცინირებული”- განაცხადა ხათუნა აგლაძემ.

გარდაცვლილი ნეკრესის ეპარქიის მეუფეს, სერგი ჩეკურიშვილის ნახევარდა იყო. თავად მეუფეც პოსტოპერაციულ პერიოდში, კორონავირუსით წარმოშობილი გართულებებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დედოფლისწყაროში 55 ადამიანია გარდაცვლილი. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეუბნება, რომ აქედან მხოლოდ ორი იყო ვაქცინირებული, ისიც მხოლოდ თითო დოზით. ამიტომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დღემდე ყველა გარდავცლილი აუცრელად ითვლება.

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია. კოვიდ-მიმღები კლინიკები გადატვირთულია, ხოლო ტესტირების ცენტრებში დიდი რიგებია.


* * *

დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრის განცხადება:

1-ელ დეკემბრიდან ამოქმედდა ე.წ. მწვანე პასპორტები“, რაც ნიშნავს, რომ პირს, ვისაც აქვს მწვანე პასპორტი ვაქცინირებულია სრულად. ჩატარებული აქვს 72 საათიანი პსრ ტესტი, ან 24 საათიანი სწრაფი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის 2021 წლის 1 დეკემბრიდან.

მწვანე პასპორტების მოთხოვნაა: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, (ღია და დახურულ სივრცეებში), კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნეს ობიექტებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში.

ამასთანავე, 60 წლის ზევით ყველა ის მოქალაქე, ვისაც 2021 წლის 9 ნოემბრამდე არ ჰქონდა ჩატარებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრა და 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ამ ვაქცინით პირველადად აიცრება, მიიღებს 200 ლარიან ერთჯერად დანამატს. პენსიონერების შემთხვევაში თანხა დაირიცხება მათ საპენსიო ბარათზე, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც არ არიან პენსიის მიმღები, თანხის გაცემა მოხდება ლიბერთი ბანკში გახსნილ სპეციალურ ანაბარზე. 200 ლარიანი ფილადი წახალისება მოხდება მხოლოდ 2022 წლის 1 იანვრამდე.

1
84
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
84
  
2021, 22 ნოემბერი, 15:33
ცხვირ-პირში გინდა ერთი ,,ვაქცინა"..
0 1 1