x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აშშ-ში სამმა ნიღბიანმა მამაკაცმა მოდელის გვამი ქუჩაში მოისროლეს
imageგოგონას დედა თვლის, რომ სიკვდილამდე მისი ქალიშვილი ნარკოტიკებით გაჭყიპეს და შემდეგ გააუპატიურეს.

24 წლის მოდელის, კრისტი ჯაილზის ცხედარი სამხრეთ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის მახლობლად, კავერ სიტიში საავადმყოფოს სიახლოვეს აღმოაჩინეს.

გოგონას მეუღლის თქმით, კამერამ დააფიქსირა, რომ ის სამმა ნიღბიანმა უნომრო მანქანით მიიყვანა და პირდაპირ ტროტუარზე გადააგდო.

image

ორი საათის შემდეგ, კრისტის დაქალი, 26 წლის კრისტი ჰილდა, რომელიც დიზაინერად მუშაობდა, კრიტიკულ მდგომარეობაში იპოვეს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში. სავარაუდოდ, მის სხეულში ჰეროინი აღმოაჩინეს, წერს The Sun.

image


იმ საღამოს გოგოები კლუბში გამართულ წვეულებაზე მეგობრებთან ერთად გაერთნენ. ამის შემდეგ ისინი უნდა წასულიყვნენ შემდეგ წვეულებაზე, მაგრამ ადგილზე არ მისულან. კრისტის დედა, დუსტი ჯაილსი თვლის, რომ მისი ქალიშვილი და მისი მეგობარი ნარკოტიკებით გაჭყიპეს და გააუპატიურეს.

გოგონას ქმარმა მიიღო წვდომა მის მიმოწერაზე, ჰილდას გაგზავნილ ბოლო შეტყობინებაში ნათქვამია: "აქედან უნდა გავიდეთ". მეგობარმა უპასუხა " კი" და დაწერა, რომ ტაქსი გამოიძახა.

კრისტის მეგობარს პასუხი აღარ წაუკითხავს, ​​მისი ცხედარი საავადმყოფოს ტერიტორიაზე 11 საათის შემდეგ მიიტანეს.

გოგონას დედა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი მამაკაცებთან მარტო არავითარ შემთხვევაში არ დარჩებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალით დააკავეს. გარდა ამისა, მოდელი თავდაცვის უნარებში იყო ნავარჯიშები, ამიტომ, მშობლის თქმით, კრისტის ალბათ ნარკოტიკული საშუალებები გაუკეთეს და შესაძლოა დაბმულიც ჰყავდათ.


image

-კრისტი სამხედრო პოლიციის ოფიცრის ქალიშვილია, მისი მამა ლესლი ერაყში მსახურობდა. ჩემს ქალიშვილებს ასწავლიდნენ, მაგალითად როგორ შეიძლება მოეკლათ კაცი ბურთულიანი კალმით. ჩემი ქალიშვილი მთელი ძალით შეებრძოლებოდა . მაგრამ რამდენადაც გავარკვიე სასწრაფო დახმარების ექიმთან და ექთანთან საუბრისას, მათ ვერ იპოვეს ხილული სისხლჩაქცევები, ნაკაწრები ან სხვა ჩხუბის ნიშანი."-(კრისტის დედა ჯუსტი ჯაილსი)

imageფოტოზე დედა და ქალიშვილი

კრისტი ჯერ კიდევ 14 წლისა იყო, როდესაც მოდელი გახდა და კონტრაქტი დადო სააგენტო Wilhelmina-სთან, შემდეგ მუშაობდა ლონდონში რამდენიმე თვის განმვლობაში, გოგონამ მეორე ადგილი დაიკავა Alabama Teen-ს სილამაზის კონკურზე, ბოლოს მუშაობდა სამოდელო სააგენტო Nomad and Fox-სთან.

ამის გარდა გოგონა ძლზე სპორტული იყო, უყვარდა ფეხბურთის თამაში და ყოველდღიურად 5-6 მილს გარბენს აკეთებდა.

image


image

ასევე იხილეთ



რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ, ბრაზილიელი მოდელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა. "ინსტაგრამ" მოდელი რაილა სელეს ფერერეამ გასულ კვირას მეგობრებთან ერთად კლუბში კარგად იმხიარულა. დილით გარიჟრაჟზე, როდესაც ლამაზმანი დაიქანცა, მან მობილურის აპლიკაციით ტაქსი გამოიძახა და ქუჩაში გავიდა. როდესაც მანქანა ადგილზე მივიდა, ...


მოდელმა იცის მისი სხეულის ფორმების მადისაღმვძრელი ეფექტურობა და ამიტომ მიაჩნია, რომ მათი დაფარვა საჭირო არ არის. ბევრი თაყვანისმცემელი მხარს უჭერს ამ მოსაზრებას. 26 წლის ბრიტანელი მოდელი დემი როუზი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი მომრგვალებული სექსუალური ფიგურით და გოგონაც გამუდმებით ახდენს " ინსტაგრამზე"მის დემონსტრირებას, ...



გოგონებმა ასეთი უჩვეულო გზით გადაწყვიტეს კურორტზე გართობა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ დააფასა მათი "იუმორი "და ლამაზმანები დააკავეს. უკრაინელი მოდელები საზღვარგარეთ ისევ სკანდალში გაეხვნენ მაგრამ ამჯერად არა დუბაიში, არამედ უფრო ტოლერანტული მონტენეგროში. სამმა გოგონამ გამართა 10-წუთიანი შიშველი ფოტოსესია რ...


მოდელი სალი ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში, საქართველოში მოღვაწე ირანელი ფოტოგრაფის ჰუმან ზაჰედის შესახებ გამაფრთხილებელ პოსტს ავრცელებს.იგი აღნიშნავს, რომ ირანელი ფოტოგრაფი მოდელებს სექსუალურად ავიწროებს და მათივე ფოტოებით აშანტაჟებს: "მეგობრებო გამარჯობა, მინდა მოგიყვეთ ჩემი ნეგატიუ...


18 აპრილს შავი "ლექსუსი" "ბლატნოი"ნომრებით ვლადივოსტოკიდან სოფელ ნოვოვარვოროვკაში მიდიოდა, სადაც მდებარეობს ტურისტული ცენტრი კოტეჯებით. ძვირადღირებული მანქანის სალონში ხუთი გოგო იჯდა, ხოლო მეეექვსე, მძღოლი მამაკაცი ავტომობილს მართავადა. გოგონები ერთმანეთზე უკეთესი დარჩეული ლამაზმანებ...


ამ ფორმით გეგმავდა წასვლას ანა მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც მთელი ყურადღება მასზე იქნებოდა მიპყრობილი. 21 წლის ავსტრალიელმა მოდელმა ანა პოლმა ინსტაგრამზე გამომწერებისგან უპირობო სიყვარული დაიმსახურა ლამაზი გარეგნობისა და მადისამღვრელი ფორმების გამო, რომელის დემონსტრირებასაც გოგონა ყოველთვი...

0
830
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
830
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0