x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ დავაფრთხოთ თაგვები კატის გარეშე ისე, რომ თქვენს სახლებს აღარასოდეს გაეკარონ

image
თაგვები ბლომად მრავლდებიან იქ, სადაც ანტისანიტარიაა ან მათთვის სასურველი გარემოა.

სიმინდით სავსე ბეღელი ან თხილის საცავი, მარცვლეული კულტურების შესანახი ადგილები თაგვების საყვარელი ადგილებია. ეს არსებები არც სახლის დამათბობელი საშუალებების განადგურებაზე ამბობენ უარს და ზოგადად მღრღნელების ეს სახეობა უზარმაზარ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებსაც.

გამოსავალი კი მარტივია, სულაც არაა აუცილებელი კატა ან კატები იყოლიოთ თაგვებთან საბრძოლველად, თან ზოგიერთი კატა თაგვზე წუწკია და მისგან მიყეებული ზიანი თაგვებისგან მიყენებულ ზიანს არ ჩამოუვარდება.

გთავაზობთ მარტივ საშუალებას, რომლის დახმარებითაც თაგვებს და ვირთხებს ადვილად მოიშორებთ ყოველგვარი შხამქიმიკატების და საწამლავების გარეშეც.

აიღეთ და იმ ადგილებში, სადაც თქვენი აზრით ბუდობენ თაგვები ან ვირთხები, ან ისეთ ადგილებში, სადაც ვიზუალურადაც ჩანს მათ მიერ მიყენებული ზარალი დაწვით რეზინის ნაჭერი.

დამწვარი რეზინის სუნის შეგრძნებისას თაგვები და ვირთხები პანიკაში ვარდებიან და როგორც იტყვიან "თავქუდმოგლეჯით" გარბიან იმ ადგილიდან თუ სამუდამოდ არა საკმაოდ დიდი ხნით მაინც.

ასევე ძალიან ეფექტურია მატყლისთვის ცეცხლის წაკიდება და ჩამქრალი მატყლის დატოვება იმ ადგილებში, სადაც მღრღნელები ბუდობენ, ასევე შეგიძლიათ შინაური ფრინველების ბუმბულის ნახევრად დამწვარი ნაწილები დადოთ ანალოფიურ ადგილებში.

იგივე წარმატებით აფრთხობს თაგვებს და ვირთხებს ძმარი, რომელიც უნდა მოასხუროთ იმ ადგილებში, სადაც ეს მავნებლები მავნებლობენ.
ძმრის სუნის შეგრძნებისთანავე მღრღნელები სამუდამოდ ტოვებენ იმ ტერიტორიას, ზიგადად თაგვი და ვირთხა განსაკუთრებით საკმაოდ ჭკვიანი არსებებია და არასდროს ეკარებიან იმ ადგილებს, სადაც ამა თუ იმ დროს საფრთხე შეექმნათ.

თაგვბს და ვირთხებს განსაკუთრებით უყვართ მინა-ბამბას და პენოპლასტის დამათბობელ სადებებში ბუდის მოწყობა, სადაც თავს მშვიდად და მყუდროდ გრძნობენ, თან ამავე დროს აფუჭებენ ამ დმათბობლებს.

მათი იქიდან განდევნისათვის კი არსებობს ძალიან ეფექტური საშუალება და ესაა ყველასთვის ცნობილი-ნაფტალინია, რომელიც იმდენად ტოქსიკურია მღრღნელებისათვის, რომ მისი განთავსების ადგილებს მღრღნელები სამუდამოდ გაეცლებიან.

სამშენებლო კომპანიების ნაწილი მინა-ბამბის დამონტაჟებისას მას წინასწარ ასხურებს ნაფტალინის ხსნარს, რითაც მას ხდის მღრღნელებისათვის სამუდამოდ დაცულს.

იმედია გამოგადგებათ ეს მარტივი საშუალებები აღნიშნული მავნვლებისაგან თავის დასაცავად.
imageimageimage


0
421
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
421