x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კანადელი პოლიციელი გავეშებული ნადირივით მოექცა დაკავებულ ახალგაზრდა ქალს, რისთვისაც სამსახურიც დაკარგა და სასამართლოსაც გადაეცა მისი საქმე

image
როცა დაკავებული ეწინააღმდეგება პოლიციას, პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს, ხელბორკილები, გამოიყენოს ცრემლსადენი გაზი და გამოიყენოს ელექტრო-შოკური იარაღი, თუ დაკავებული საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფებს კანონით ასეთ დროს პოლიციელს კანონიერი უფლება აქვს გამოიყენოს ტაბელური იარაღი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს პოლიციის განყოფილებაში მიყვანილი დაკავებული, მით უფრო უდანაშაულო ახალგაზრდა ქალს ნადირივით ეცეს, ჭიდაობის ილეთით ძირს დააგდოს და ცხვირი გაუტეხოს.

კანადის მედიამ ახლახანს გააშუქა 2017 წელს მომხდარი ფაქტი, თუ როგორ დაასახიჩრა პოლიციელმა ახალგაზრდა, დაკავებული ქალი.
პოლიციელმა ალეკს დანმა პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადა დაკავებულ ახალგაზრდა ქალზე, რის გამოც მოგვიანებით, მაგრამ მაინც დაითხოვეს სამსახურიდან და მისი საქმე გადაეცა სასამართლოს. პოლიციელს ძალის გადამეტებისა და ძალადობის გამო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლიციელს ბრალად ედება დაკავებულისათვის ტრავმების მიყენება სრულიად უსაფუძვლოდ.

დალია კაფი ფერადკანიანი ახალგაზრდა ქალი დაკავებულ იქნა ქუჩაში მანქანით გადაადგილებისას კომენდანტის საათის დროს, მისი განცხადებით ის მანქანით მოდიოდა დაქალის ბინიდან როცა მანქანა გაუფუჭდა, დაურეკა ევაკუატორს, მაგრამ რადგან ევაკუატორი არ მოვიდა ნელი სვლით სცადა სახლამდე მიეღწია, სამწუხაროდ გზაშივე მოუსწრო კომენდატის საათმა, რა დროსაც დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
ხელბორკილებიან დალიას ალეკსმა მოსთხოვა მოეხსნა თავშალი, რათა მისთვის სხვადასხვა რაკურსით გადაეღოთ სურათები.

დალიამ ითხოვა მისთვის ხელბორკილები მოეხსნათ რათა მას შესძლებოდა თავშლის მოსნა, მას ამის უფლება არ მისცა ალეკსმა, ამის გამო ფერადკანიანმა ახალგაზრდა ქალმა ვერ შესძლო თავშლის მოხსნა, რამაც პოლიციელი საშინლად გააღიზიანა, ეცა დაკავებულ და იატაკზე ჭიდაობის ილეთით ისე დაახეთქა, დალიას ცხვირიც გაუტყდა და ტუჩიც გაიხეთქა.

დალია განყოფილების უფროსის ჩარევით გაანთავისუფლეს სიტუაციის შესწავლის და გარკვევის მერე, შიდა უსაფრთხოების სამსახურმა კი მოკვლევა დაიწყო და მოძალადე პოლიციელი ჯერ სამსახურიდან გაანთავისუფლეს, შემდეგ კი სასამართლოს გადასცეს და ახლა მოძალადე პოლიციელს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

0
371
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
371