x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
კანონიერი ქურდი მამუკა შუბითიძე 28-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს
image

50 წლის მამუკა შუბითიძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში ტურიკელას, ანუ მამუკა კახეტინსკის სახელით არის ცნობილი, ამ დღეებში მოსკოვის ოლქში დააკავეს. ეს კანონიერი ქურდი ითვლებოდა ყველაზე ძებნილ კრიმინალად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში: ის 28 წელი გაქცეული იყო და ყოველ ჯერზე ახერხებდა ძალოვანი სტრუქტურებისგან თავის დაღწევას.შუბითიძე საქართველოში ძებნილი მას შემდეგ გამოცხადდა, როდესაც 1993 წელს პოლიციელი მოკლა.

მოგვიანებით, უკვე რუსეთში, კრიმინალურმა ავტორიტეტმა სრულიად განსხვავებული დანაშაულების სერიით მოახერხა თავის გამოჩენა - სხეულის დაზიანებიდან დაწყებული იარაღის უკანონო ვაჭრობით დასრულებული. ბელორუსიაში კი ტურიკელამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა..

მომავალი კრიმინალური ავტორიტეტი 1971 წელს აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, სოფელ კართუბანში დაიბადა.(ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) .

მოზარდის გარემოცვა საკმაოდ კრიმინალური იყო. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ოთხი კანონიერი ქურდი მამუკას მშობლიური სოფლიდან იყო, მათ შორის საბჭოთა ბანაკებში დაღუპული ბიძინა გამცემლიძე (ბიძინა) და დავით გამცემლიძე (გედემო)

imageსოფელი კართუბანის შემოგარენი

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მამუკა პატარაობიდანვე მოიწამლა "ქურდული რომანტიკით" და სურდა მის სოფელში მცხოვრებ ავტორიტეტულ ადამიანებს დაემსგავსებოდა. როდესაც ჯარში გაწვევის დრო დადგა, მეგობრებთან ერთად სამხედრო კომისარიატის სახურავიდან გაექცა თანამშრომლებს.

1980-იანი წლების ბოლოს სსრკ-ში გაჩნდა პირველი კოოპერატივები და გაიხსნა კერძო მაღაზიები. ხოლო მეზობელი აზერბაიჯანიდან, სადაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მძვინვარებდა, იარაღი საქართველოსკენ გავლით მიეწოდებოდა.სწორედ ამ პერიოდში გამდიდრდნენ ქურდები და რეკეტები.თუმცა სანამ მამუკა "ახალი სიოს მონაბერს" გაითავისებდა, მანამდე დააკავეს მეზობელ სოფელში ჩხუბის გამო.

სასამართლო პროცესზე მამუკამ არ უარყო და დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც პირველი ნასამართლობა მიიღო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით („გაუფრთხილებლობით მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება“). მაშინ ასეთი დანაშაულები ერთ წლამდე გამოსასწორებელი შრომით ისჯებოდა; ეს მოხდა 1990 წელს, მამუკამ ის ერთი წელი სრულად მოიხადა.

ერთ-ერთი, პირველი ვისაც მამუკა კრიმინალური კარიერის პირველ წლებში დაუკავშირდა, კანონიერი ქურდი აკაკი დავითულიანი (კაკულა) იყო, რომელიც აზერბაიჯანიდან ნარკოტიკების ვაჭრობით დაკავებული. კაკულას სახლი იმ ბილიკთან მდებარეობდა, რომლითაც აზერბაიჯანის მხრიდან ფარულად დადიოდნენ ნარკოკურიერები. თუმცა ბიზნესთან ერთად, კანონიერი ქურდი თავად გახდა ნარკომანი. ერთხელ მამუკამ კაკულას მიმართა ამ უკანასკნელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავლენის სფეროების გაყოფის რთული საკითხის გადაწყვეტის თხოვნით. მაგრამ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი.

შემდეგ მამუკამ მიმართა სხვა ავტორიტეტებს მიმართა, აჩვენა, თუ რა მდგომარეობაში იყო კაკულა და სთხოვა, მოეგვარებინათ ეს საკითხი. კრიმინალებს მოეწონათ ახალგაზრდა მამაკაცის გულმოდგინება, საქმის გაკეთების სურვილი "ქურდული გაგების" სრული დაცვით.


image


1992 წლის 28 დეკემბერს ქართველმა პოლიციელებმა ის მანქანის ქურდობისთვის დააკავეს, ბანდიტს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მამუკამ რაღაც სასწაულით შეძლო ციხიდან გაქცევა: ამბობდნენ, რომ ეს ქრთამის საშუალებით მოახერხაო. საბოლოოდ ცალკეული პოლიციელების უპასუხისიმგებლობამ და სამსახუროებრივმა გულგრილობამ მათი ერთ-ერთი კოლეგის სიცოცხლეს შეიწირა : 1993 წლის 20 სექტემბერს მამუკამ საქართველოს შსს-ს ოფიცერს პისტოლეტით ესროლა, როდესაც ის გზაზე გადაუდგა. ამ დანაშაულის დეტალები ღია წყაროებში არ იძებნება, მაგრამ ფაქტია ერთია. მამუკა ამის შემდეგ ძებნილთა სიაში შეიყვანეს, მან მოახერხა საქართველოდან გაქცევა და რუსეთში გადასვლა.

მალე იგი თანამემამულეებთან ერთად დასახლდა მოსკოვში: იმ მომენტში ქართველი კრიმინალები აქტიურად მონაწილეობდა მძვინვარე კრიმინალურ ომებში და აკონტროლებდნენ მოსკოვის სასურსათო ბაზრებს. ძებნილმა მამუკამ როგორღაც მოახერხა, დავით ბარათაშვილის სახელზე რუსული პასპორტი აიღო და ახალი ცხოვრება დაიწყო.


imageფოტოზე:მამუკა შუბითიძე აწი უკვე დავით ბარათაშვილი

მოსკოვში მამუკა შეხვდა კრიმინალურ სამყაროში ცნობილ თანამემამულეებს, რომლებიც მასზე უფროსებიც იყვნენ და ავტორიტეტულებიც. ზოგიერთი ცნობით ძებნილმა რამდენიმე მარტივი დავალება შეუსრულა აკაკი ბილანიშვილს(კაკო საგარეჯოისკი) და მისი მეშვეობით მივიდა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქართველ ქურდთან, ტრისტან სიჭინავასთან (ღორო ტრისტანი). შინაგან საქმეთა სამინისტროს დოსიეში ეს კაცი ათ ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდის სიაში იყო შეყვანილი. თუმცა არის ინფორმაცია, რომ ღორო ტრისტანი მამუკას ყოველგვარი შუამავლების გარეშე შეხვდა, მისი კურატორი გახდა და რუსული პასპორტის მოპოვებაში დაეხმარა.

1997 წელს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ღორო ტრისტანმა და კიდევ ორმა ქართველმა ავტორიტეტმა მამუკა კანონიერ ქურდად აკურთხეს: ამიერიდან მას მამუკა კახელი(კახეტინსკი), ანუ ტურიკელა ერქვა. ცოტა ხნის შემდეგ, ქურდული ტიტულის ახლად მოპოვებულმა მფლობელმა დატოვა დედაქალაქი.

იგი შეუერთდა მისი მფარველის, ღორო ტრისტანის ბრძოლას კემეროვოს საწარმოებსა და ბიზნესმენებზე კონტროლისთვის.

imageფოტოზე: ღორო ტრისტანი და მამუკა შუბითიძე

1999 წლის 4 ნოემბერს ტურიკელას სახელი პირველად გაჟღერდა მედიაში მას შემდეგ, რაც ნოვოსიბირსკის ცენტრში მოკლეს მაიორი სერგეი ფილიპოვი, დასავლეთ ციმბირის РУБОП-ის ბანდიტიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსი. პოლიციელი კარლ ლიბკნეხტის ქუჩაზე გაჩერებაზე ტრამვაის ელოდა, როცა მკვლელი მიუახლოვდა და მაკაროვის პისტოლეტით თავში ორჯერ ესროლა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ფილიპოვს საქმე ჰქონდა კავკასიის კრიმინალებთამ ტრისტანის ჯგუფიდან. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სომეხ ბიზნესმენს კონტრაბანდული არაყი ჩამოართვა, ის პოლიციელს დაემუქრა, რომ ტურიკელასთან პრობლემები შეემქნებოდა.

7 ნოემბერს, ფილიპოვის მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ, პოლიციამ კანონიერი ქურდი დააკავა და მას საბრძოლო ხელყუმბარა აღმოუჩინა. ტურიკელა დაკავების შემდეგ გამუდმებით ემუქრებოდა დეტექტივებს : „მალე გამომიშვებენ და თქვენგან ხორცს მოვამზადებო“. თუმცა, უკვე 10 ნოემბერს, ტურიკელა გაათავისუფლეს: საოლქო პროკურატურამ ის პირობითად გაათავისუფლა, ხელწერილის საფუძველზე. იმავე დღეს ნოვოკუზნეცკის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან იპოვეს სომეხი ბიზნესმენი თავში ნატყვიარით - სავარაუდო მკვლელი იგივე იყო, რომელმაც მაიორ ფილიპოვს ესროლა.

რამდენიმე თვის შემდეგ ტურიკელამ პირველობისთვის ბრძოლა დაიწყო, მაგრამ არა კუზბასში, არამედ ნოვოსიბირსკის რეგიონში. იგი დაუპირისპირდა დანაშაულებრივ ბოსს- სერგეი კლემენტიევს (კლიმი): რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო აკონტორლებდა რეგიონს, ხოლო 1998 წელს გახდა ნოვოსიბირსკის მთავარი კანონიერი ქურდი. ნოვოსიბირსკის მკვიდრის არ სურდა დაეშვა მოსკოველი ქურდები რეგიონულ კრიმინალურ ბაზარზე.სწორედ ეს გახდა ტურიკელას და კლიმის დაპირისპირების მიზეზი. კონფლიქტის მოსაგვარებლად დაინიშნა "სხოდკა", რომელსაც თავად ღორო ტრისტანი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე კლიმს ბრალი დასდეს დედაქალაქის ქურდების წილის გადამალვაში.

imageფოტოზე: კლიმი მარჯვნიდან მეორე

ბოლოს ნოვოსიბირსკის კანონიერ ქურდს შეახსენეს, რომ მისი კონცეფციის მიხედვით, იგი ვალდებული იყო ზონებში ე.წ „გრევი“მიეწოდებინა (პატიმრების ფულით მხარდაჭერა), მაგრამ ეს არ გააკეთა.შედეგად, სხოდკაზე კლიმს ქურდული ტიტული ჩამოართვეს, რის შემდეგაც მამუკამ მას სახეში დაარტყა და ცხადყო, რომ კლიმი კანონიერი ქურდების ტოლფასი აღარ იყო.

კრიმინალური სამყარო ორად გაიყო.ვიღაცამ გამარჯვებულის მხარე დაიკავა, მაგრამ კლიმსსაც ჰყავდა მხარდამჭერები, რომლებიც სხოდკის გასაჩივრებას ცდილობდა.შედეგად 2000 წლის მაისში, ორი მათგანის გვამი მდინარიდან გამოიტანეს, რომელებსაც ლენტით ჰქონდათ შეკრული ხელები: როგორც გაირკვა, მამაკაცები ცოცხლად გადაყარეს ყინულიან მდინარეში.

შემდეგ იყო მამუკას მკვლელობის მცდელობა.

ქალაქში ტურიკელას კონკურენტი აღარ დარჩა ქურდულ სამყაროში, თუმცა 2000-იანების დასაწყისში ქალაქში გამოჩნდა რეკეტიორთა დაჯგუფება, რომელიც არ ცნობდა ქურდულ კანონებს და რომლის ხელმძღვანელი იყო ალექსანდრ ტრუნოვი, მას ცალკე ჰყავდა კილერთა ბრიგადა, რომელსაც ანატოლი რადჩენკო ხელმძღვანელობდა, მეტსახელად "ჩელენტანო".(იმასაც ამბობდნენ მკვლელობა კლიმმა შეუკვეთა შურისძიების მიზნითო).

imageფოტოზე: ალექსანდრ ტრუნოვი და ანატოლი რადჩენკო

მკვლელობა უნდა მომხდარიყო 2000 წლის 30 ივლისის ღამეს - ტურიკელას დაბადების დღეზე, რომელიც მან აღნიშნა თავისი საყვარლის აგარაკზე სოფელ ნიჟნიაია კამენკაში. იქვე იყვნენ შეკრებილები კანონიერი ქურდის ბიზნეს-პარტნიორები მთელი დასავლეთ ციმბირიდან.

სუფრის თავში ტურიკელამ დასვა ყველაზე საპატრიო სტუმარი, კანონიერი ქურდი ბაგრატ გელაშვილი, სწორედ ის ეგონა "ჩელენტანოს" ტურიკელა, კილერმა შენობის გარედან ფანჯრიდან ხუთჯერ ესროლა გელაშვილს და ავტომობილით დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ამის შემდეგ ტურიკელამ გადაწყვიტა მიყუჩებულიყო და ნოვოსიბირკიდან კემეროვოში გადავიდა, თუმცა კანონიერი ქურდი იქაც არ დასახლდა მუდმივად, არამედ მოძრაობდა სხვადასხვა ქალაქებს შორის, თითოეულში მას საკუთარი ინტერესები ჰქონდა.

2002 წლის აგვისტოს ბოლოს ნოვოკუზნეცკის ცენტრში მოკლეს ანვარ იშმურატოვი. მანქანა, რომელშიც ისმურატოვი რვა წლის შვილთან და დაცვის თანამშრომელ სერგეი ბორზენკოსთან ერთად იმყოფებოდა, მაღაზიასთან გაჩერდა და ავტორიტეტი ქუჩაში გავიდა. ამ დროს მიახლოებული „ვაზ-2109“-დან გადმოხტა კავკასიური გარეგნობის მამაკაცი და კალაშნიკოვის ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა იშმურატოვს, რის შედეგადაც იგი ადგილზე მოკლა.მედია წერდა, რომ ტურიკელას გადახდაზე უარი სტკიცა იშმურატოვმა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდაო.

2003 წელს ჟურნალისტებმა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით რამდენჯერმე „დამარხეს“ ტურიკელა, მაგრამ ყოველ ჯერზე კანონიერი ქურდი „აღდგა“.

2005 წელს კი მისი ბოსი ღორო ტრისტანი მართლა მოკვდა- ოფიციალური მონაცემებით, გულის უკმარისობისგან. ტურიკელა ბოლო დღემდე მასთან იყო, მერე კი კარგა ხანს გაუჩინარდა.

image

და წლების შემდეგ გამოჩნდა მინსკში...ბელორუსის ხელისუფლებამ იგი ქურდობაში, ცეცხლის წაკიდებაში, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მუქარასა და ძალადობაში დაადანაშაულა. ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო ბოლო ბრალდება განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა.

შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მოუხელთებელი ტურიკელა საბოლოოდ მოსკოვის გარეუბანში დააკავეს. ახლა დაკავებული კანონიერი ქურდი ბელორუსიაში ექსტრადიციას დაელოდება, სადაც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები მოუთმენლად ელიან მასთან შეხვედრას. თუმცა, ტურიკელა საქართველოშიც ელიან, სადაც 1993 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის პასუხისგება მოუწევს.

imageფოტოზე:მამუკა შუბითიძე







image

ასევე იხილეთ




როგორც ცნობილია, ორიოდე კვირის წინ ქართველმა "კრიმინალურმა მეფემ" 69 წლის ტარიელ ონიანმა დატოვა სოტო დელ რეალის ციხე, სადაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იჯდა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ტარო ციხიდან გამოსვლისანავე, დაუყონებლივ ჩაჯდა თვითმფრინავში და მოშორდა ესპანეთის სამეფოს. ონიანი ე.წ "ქუთაისური კლანის" ლიდერია. სწ...



27 წლის წინ, 1994 წელს მოსკოვში მანქანაში ააფეთქეს, ყველაზე გავლენიანი და სასტიკი მაფიოზი სსრკ-ს და რუსეთის ისტორიაში სერგეი ტიმოფეევი, მეტსახელად "სილვესტრი".მან ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ძალიან ბევრი მტერი შეიძინა, მისი ყველას ეშინოდა და ამასთანავე ყველას სძულდა.მკლელობა კი შეეძლო შეეკვეთა იაპონჩიკს...



ბოლოდროინდელ ქურდულმა კანონმა კრიმინალურ სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგიერთი კრიმინალური ავტორიტეტი საჯაროდ უარს ამბობს მაღალ წოდებაზე და თანამშრომლობს კოლონიების ადმინისტრაციასთან, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო ამ წრეებში. ექსპერტები ამბობენ, რომ "ქურდები" გადარჩენისთვის იბრძვიან, ამიტომ მათთვის ქურდის კლასიკური ცნება მათთვის აღარ ა...



მშვიდი ცხოვრება კრიმინალურ სამყაროში მანამდე გრძელდებოდა, სანამ 2020 წლის ზაფხულში თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში არ მოკლეს კრიმინალური მაფიის ლიდერი, ნადირ სალიფოვი, ცნობილი როგორც ლოთუ გული. ამის შემდეგ დაიწყო სასტიკი ბრძოლა არა მხოლოდ გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის, არამედ კანონიერი ქურდების იდუმალი და მოულო...

0
978
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
978
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0