x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"ერთ ციდა ბავშვს თხლიშა "გლოვოს" კურიერმა! დალეწილი წაიყვანა სასწრაფომ!" – განო მელითაური

image
მსახიობი განო მელითაური ბაგებში მომხდარ შემზარავ ავარიაზე წერს, სადაც "გლოვოს" კურიერმა პატარა ბავშვს დაარტყა.

"თბილისის მერია დააყენეთ ბაგების დასაწყისში, 7 ნომერთან მწოლიარე ლიანდაგი, შუქნიშანი, რამე იღონეთ! ერთ ციდა ბავშვს თხლიშა "გლოვოს" კურიერმა! დალეწილი წაიყვანა სასწრაფომ! ეს საწყალი ბიჭი ცალკე შოკურ მდგომარეობაშია, დაიმტვრა თვითონაც. მერამდენე უბედური შემთხვევა უნდა მოხდეს! 4 შვილი მყავს და ფაქტიურად ტროტუარი არაა, მანქანიდან ძლივს გადმოვდივარ, აივნის ქვეშ ცალკე ევროპროდუქტი აგვიხსნეს და საერთო პარკინგი მიითვისეს. წარმოდგენაც არ მინდა რა დღეშია დედამისი.

აუცილებლად უნდა გავაკეთოთ აქ გადასასვლელი და ბარიერები, შუქნიშნები კარგი იქნება. იმედია, დროულად მოახდენთ რეაგირებას და ამით ბევრის სიცოცხლეს იხსნით! მგონი შეტანილი არის ჩვენი კორპუსის სახელზე (არქი ბაგები). საშინელი მონაკვეთია, გიჟებივით დაქრიან მანქანები! მეც ზუსტად აქ მთხლიშა მანქანამ 4 წლის წინ! ღმერთო, ყველა ბავშვი დედამიწაზე ამყოფე ჯანმრთელი და უსაფრთხოდ დაუბრუნე ოჯახს...“ - წერს განო მელითაური


0
426
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0