x
image
თაზუ
არაიდეალური - ქეით მილდტონის 6 მავნე ჩვევა
image
ქეით მილდტონი ითვლება იდეალურ ქალბატონად. იგი მუდმივად მომღიმარეა, თავაზიანია და ყოველთვის გამოიყურება უნაკლოდ, რის გამოც ათასობით გოგონა, მსოფლიოს ყველა წერტილიდან, ცდილობს აიღოს მისგან მაგალითი. თუმცა, რა თქმა უნდა, ხანდახან კემბრიჯის ჰერცოგინაც იმყოფება ცუდ ხასიათზე და მასაც, როგორც ყველა ადამიანს, გააჩნია მავნე ჩვევები, რომელიც აღიზიანებს გარშემომყოფებს.


1. სიგარეტის მოწევა

ქორწილამდე ქეით მილდტონი არაერთხელ შეუმჩნევიათ სიგარეტით ხელში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, მას მოუწია ამ სისუსტეზე უარის თქმა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს ჰერცოგინას სახის ფერი, რომელიც ჯანმრთელად არ გამოიყურება და ამის მიზეზად ეჭვობენ - სიგარეტს. შესაძლოა, ქეითმა ვერ შესძლო ბოლომდე სიგარეტზე უარის თქმა, და უბრალოდ ისწავლა საკუთარი მანკიერების საფუძვლიანად დაფარვა.

image


2. "თამამი" ჩაცმულობა

ქეით არ უდგება სერიოზულად პროტოკოლების დაცვას. მაგალითად, 2012 წელს, მედიაში ფართოდ გავრცელდა სკანდალური ფოტო, სადაც კემბრიჯის ჰერცოგინამ თავს მისცა უფლება ნახევრად შიშველი გარუჯულიყო. დღესდღეისობით, უილიამი და ქეითი დასასვენებლად ირჩევენ უფრო დახურულ და კერძოდ ადგილს. აგრეთვე, არსებობს შემთხვევები, როდესაც ჰერცოგინა, საზოგადოებაში გამოსვლისას, ირჩევს სამეფო წარმომადგენლისათვის ზედმეტად მოკლე ან დაუშვებლად ღია კაბას.

image

3. ეტიკეტის უგულებელყოფა

ქეითი ვალდებულია გააკეთოს რევერანსი სამეფოს სხვა წარმომადგენლების წინ, თუმცა მილდტონი აკეთებს ამას მხოლოდ დედოფლის თანდასწრებით ან კი სრულიად უგულებელყოფს ამ წესს. თავის ქორწილში, ქეითმა არათუ სამეფოს სხვა წარმომადგენლების, არამედ თვით დედოფლის წინაშეც კი არ გააკეთა რევერანსი.

image

4. მფლანგველობა

მიუხდავად იმისა, რომ საზოგადოებაში ქეითი ხშირად გამოდის ერთი და იმავე კაბებითა თუ პალტოთი, ინგლისელმა ჟურნალისტებმა ის დაადანაშაულეს მფლანგველობაში. მათ ჩაატარეს გამოძიება და აღმოაჩინეს, რომ 2020 წელს, პრინც უილიამის ცოლის გარდერობზე წავიდა დაახლოებით 100 000 ევრო. ცოტა ხნის წინ, ჰერცოგინა გამოჩნდა Chloe-ს პიჯაკში, რომელიც ღირდა 1795 ევრო. ასეთი რაოდების ხარჯების გაწევამ იმდენად დიდი გაღიზიანება გამოიწვია ბრიტანელებში, რომ უმეტესობამ სოციალურ ქსელებშიც კი გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება.

image

5. მონო დიეტა

მრავალი წელია ექიმები და დიეტოლოგები არწმუნებენ საზოგადოებას როგორც დიეტის უსარგებლობაში, ასევე მის უნარში ავნოს ადამიანის ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავების უმეტესობა, მათ შორის კემბრიჯის ჰერცოგინაც, მაინც მიმართავს გახდომის ამ რისკიან გზას. მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, ფორმაში სწრაფად ჩადგომის მიზნით, ქეითს შეუძლია რამდენიმე დღე მიირთვას უმი ბოსტნეული. რა თქმა უნდა, ორგანიზმისთვის ეს დიდი სტრესია. ასევე, ქეითი იყენებს ცნობილ დიუკანის ცილოვან დიეტას, რომლის დახმარებით მან შესამჩნევად დაიკლო საკუთარი ქორწილის წინ.

image

6. საჭმლის ნამცეცები საწოლში

რაც შეეხება უილიამს, მას, პირიქით, უხარია, როდესაც ცოლი მატულობს წონაში. ის ყოველთვის მზადაა გაუწიოს ქეითს კომპანია გვიანდელ ვახშამში, საწოლში. მართალია, ღამის ტრაპეზის შემდეგ, საწოლი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია, თუმცაღა ეს ჰერცოგინას ნაკლებად აღელვებს.

image



0
288
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0