x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„9 მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას!” – თაკო ჩარკვიანი

image

„ერთი წამით დავანებოთ ამ ადამიანს (მიხეილ სააკაშვილი]) თავი, რომელიც ჩამოვიდა და არ ანჯღრია ქვეყანა, თორე თავისუფლად შეეძლო ხალხი გამოსულიყო და დაეცვა, როგორც უკრაინაში და კიდევ ერთი რამ: ჩვენთან 5 ათასი და 10 ათასი კაცი კი არ დარეგისტრირდა, რამდენიმე ათასი დარეგისტრირდა...

9 მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”, რეალური ამომრჩეველი. თვითონ ხო არ იგონებენ ამ ციფრებს. ეს ხალხი მართლა ვიღაცის იმედით რჩება სახლში ყავის ჭიქით… მუდმივი ელექტორატი რომ გამოდის ამ კოვიდის დროს, ეს არ გვიკვირს? ე.ი ძალიან არ მოსწონთ ხელისუფლებას“, - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბოლო ხანს თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ცალკეული პარტიებისა და კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მწვავე განცხადებებსაც არ ერიდება. არჩევნებამდე ის ნიკა მელიასაც დაუპირისპირდა და აქციაზე ღიად თქვა, რომ მელიამ გამოცდა ვერ ჩააბარა. ჩარკვიანის განაწყენება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის წნობის წინ 10 ოქტომბერს გამართულ მცირე აქციაზე არც მელია მივიდა და არც ბევრი მხარდამჭერი.

"პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას, შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აქ უნდა მდგარიყავი, როგორც გია ბარამიძე დგას, შენ გამოცდა ვერ ჩააბარე", – ასე მიმართა "სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას.

მისივე თქმით, თავად 14 ოქტომბერს აუცილებლად მივა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე და ასწავლის მას, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება.

"თბილის ქალაქის მერობა რომ გადაწყვიტე, აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი. მე შენ განზრახ აღარ დაგირეკე. აქედან მოგმართავ, ეს იყო ჩემი გამოცდა შენდამი, შენს მამას თბილის ქალაქში ასიანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია. მინდა, რომ 30 ოქტომბრამდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის.

მე გეუბნები ამას შენ, ყველაზე უფრო ჭირისუფალი, ზუსტად ისე მინდა, ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა ეს გამოცდა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც, მთელ საქართველოსთან. და მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას, შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს, აი, აქ უნდა მდგარიყავი ისევე, როგორც გია ბარამიძე დგას აქ, და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, მაგრამ მე, 14 ოქტომბერს აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება", – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

0
350
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0