x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
"იქნებ, Regeneron -ი მაინც იქონიოს საქართველომ, ასე რომ არ დახოცოს საკუთარი მოსახლეობა..." - ნანა გეგეჭკორი:

image
"Regeneron-ის ანტისხეულების კოქტეილი რამდენიმე თვე იცავს ადამიანს კოვიდით ავადობისგან. იქნებ, ეს მაინც იქონიოს საქართველომ, რომ ასე არ დახოცოს საკუთარი მოსახლეობა.

ჩვენ უკვე დიდიხანია ვიყენებთ რუტინულად. თავიდან გამოიყენებოდა უკვე ინფიცირებულებში, რისკის ჯგუფებიდან. დღესდღეობით ვიყენებთ იმ

შემთხვევებშიც კი, როცა ადამიანი ამბობს რომ მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.
image
საჭიროა მხოლოდ ერთადერთი დოზის ინტრავენური გადასხმა. ჩვენთან ეს ხდება ემერჯენსი რუმში. ინფუზიას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება და პაციენტი ინფუზიის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ ეწერება სახლში.

პრეპარატს აქვს საკმაოდ კარგი უსაფრთხოების პროფილი და ამავე დროს მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. პირველი კვლევები აჩვენებდა, რომ კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებას უშლიდა ხელს. ახლა საუბარია იმაზე, რომ ინფიცირებისგანაც იცავს.

იქნებ მოსთხოვოთ თქვენს მთავრობას სისხლიანი ბანერების ნაცვლად სიცოცხლის გადარჩენა დააფინანსოს.

P.S. და კიდევ, რაც მთავარია, სიცოცხლესთან ერთად ადამიანად დარჩენის საშუალება მოგცეთ მათ, ვინც სეირის საყურებლად მისჩერებიხართ, ადამიანის წამებით სავსე, ყველა შესაძლო სივრცეს..." - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.
1
158
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
158
  
2021, 22 ნოემბერი, 12:09
წაიღო ამ გოგომ ტვინი თავისი ისტორიებით, ხან რეალური და ხან მოგონილით.
თავად კოვიდი გადაიტანა და ეს პრეპარატი დავიჯერო მისთვის ასე ძნელი საშოვნი იყო?
თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი შეფის-გიორგი გეგეჭკორის დაა ეს ქალბატონი და ჯობია თავისი ძმის "საგმირო" საქმეებზე ისაუბროს ან იმაზე რატომაა პუტინის მეგობარი ბიზნესმენის გულიკო ხარჩილავას სიძე ან ეს საქართველოს "პატრიოტი" ოფიცერი რატომ ცხოვრობს ოკუპანტი რუსეთის დედაქალაქში ოჯახით.
0 1 1