x
image
თეონა გორდეზიანი
მიხეილ ჯავახიშვილის რჩევები - ''ჩვენი დროის 10 მცნება "
ვფიქრობ, გენიალური ადამიანები ნამდვილად ღვთის რჩეულები არიან. სხვადასხვა მისიით იბადება ადამიანი და ყველას ჩვენი მიზანი გვაქვს, არსებობის დანიშნულება.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ბედს ჩვენვე ვქმნით, სწორედ იმიტომ რომ როგორც ვიცხოვრებთ დღეს ისეთი ხვალინდელი გვექნება ხვალ, სწორედ იმიტომ რომ ვვარდებით ხიბლში, როცა შემოსავლის გაზრდასთან ერთად გვეზრდება მოთოვნილებები, სწორედ იმიტომ რომ ვბაძავთ მას ვინც იშოვა და შექმნა, ბაძვის მომენტში კი ვკარგავთ თავს... ვცდებით ხოლმე ჩვენ სავალ გზას, ვცდებით და ვშორდებით ჩვენს მიზნებს.

სწორად სიარული ბევრი საშუალებით შეგვიძლია ვისწავლოთ...
მოვუსმინოთ ადამიანებს...გამოცდილ, ჭკვიან, განათლებულ ადამიანებს ... მიუხედავად იმისა რომ ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს, მოვუსმინოთ გენიალური ადამიანების რჩევებს და ვეცადოთ საჭირო დროს გავითვალისწინოთ...

მიხეილ ჯავახიშვილმა თავის უფროს ქალიშვილს ისეთი სიტყვები დაუტოვა საჩუქრად, რომელიც ჩვენთვისაც განძია. თუ ჩვენც მოვუსმენთ, ჩვენც გავიზიარებთ და შვილებსაც გავუზიარებთ, როგორც მიხეილ ჯავახიშვილის სახელია უკვდავი მისი სიტყვებიც არ დაკარგავს სიცოცხლეს და ძალას.
image

მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის უფროს ქალიშვილს, 10 წლის ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა - "ჩვენი დროის ათი მცნება":

1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი;
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი;
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი;
4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს;
5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი;
6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები;
7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომითა და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს;
8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები;
9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე;
10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.

მიხეილ ჯავახიშვილი

ფოტოზე: მიხეილ ჯავახიშვილი და უფროსი ქალიშვილი ქეთევანი

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) - ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.



1
298
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
298
  
2021, 2 დეკემბერი, 22:58
შრომა,შრომა და კიდევ შრომა,ნამდვილად ჯავახიშვილის დაწრილია? ლენინის მგონია უფრო. არადა ნათქვამია,მუშაობამ გლეხი მოკლა,სწავლამ კიდე ლენინიო.

თუ სამი უნდა იყოს,მაშინ შრომა,ცოდნა და თავისფულება
0 1 1