x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ცუდი ამბები გავიგე"- ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი ბაია პატარაია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ბოლო პერიოდში საქართველოში რუსული რბილი ძალის სულ უფრო და უფრო გააქტიურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პატარაიას აზრით, "ალტ-ინფო", რომელმაც გუშინ, პოლიტიკური პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნა, სხვა არაფერია თუ არა რუსული პროექტი, დუგინის იდეოლოგიით. "საფარის" ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთვის მეოთხე სტადიის კიბოდ ქცეულ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა ხელიდან ნებისმიერ ფასად უნდა გამოვტაცოთ.


"დღეს ცუდი ამბები გავიგე, კონკრეტულად მიყვებოდნენ თავისი საქმის მცოდნენი, თუ რა დონის კორუფციაა ქვეყანაში და რა დონეზე მიერთებულია ჩვენი ეკონომიკა რუსეთს. მერე ოლიგარქიც ვიხილეთ, რომელიც სრულიად არაადეკვატურია. ბიძინამ თავის დებილ მდივანს მიუგდო ეს ქვეყანა სამართავად და მაგიტომაცაა ეს სახელმწიფო თავმოჭრილი ქათამივით რომ ფართხალებს.


ბიძინა საქართველოსთვის მეოთხე სტადიის კიბოდ იქცა და ნებისმიერ ფასად უნდა გამოვტაცოთ ეს ქვეყანა ხელიდან. ამისთვის კი საჭიროა, რომ მოვრჩეთ ერთმანეთის პორჭყვნას ეს ფბ ბაბლი. ჯერ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და მერე რამდენიც გინდათ, იმდენი ვიჩხუბოთ ლევაკ-პრავაკებმაც და ლიბერალ-კონსერვატორებმაც.

პ.ს. ალტ-ინფოც არის რუსული პროექტი, დუგინის იდეოლოგიით, რუსული ფულით და ვასაძე-ინაშვილზე მეტი ჭკუით.

პ.პ.ს. ამ ბრძოლაში საპატრიარქოს იმედი არ უნდა გვქონდეს!"- წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ნოემბერს, "ალტ-ინფომ" პოლიტიკური პარტია, "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნა.


პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, სხვა ლიდერები კი იქნებიან კოკა მორგოშია, ირაკლი მარტინენკო, გიორგი ქარდავა და სხვები. სარევიზიო კომისიის წევრად დაასახელეს ერთ-ერთი წამყვანი, ემრე ქუჩუკი.


ზურაბ მახარაძის თქმით, ისინი მზად არიან რუსეთთან "პარტნიორული ურთიერთობებისთვის".


პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, წერეთლის გამზირზე, "ექსპო-ჯორჯიას" ერთ-ერთ პავილიონში გაიმართა.




0
751
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
751