x
მეტი
  • 17.08.2022
  • სტატია:121571
  • ვიდეო:354849
  • სურათი:493710
"და ბოლოს ერთ რჩევას მოგცემთ, ისწავლეთ უფროსის პატივისცემა, ბოღმით წარმატებულ ქვეყანას ვერ ააშენებთ"
image


მხატვარი ქეთი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში აზიარებს ძველ პოსტს, რომელიც აქტუალურია და რომლის ავტორიც არის თენგო მაჭავარიანი


"ძალიან ხშირად გამიგონია ამ ბოლო დროს, რომ აქციაზე მდგომი ახალგაზდების აზრია და აუცილებელია მისი გაითვალისწინება. სხვათა შორის თვითონ ისინიც ამას გავალდებულებენ. თუ არადა ხარ "სსრკ-ში ჩარჩენილი", "არ ხარ პროგრესული", ზოგი პირდაპირ გეუბნება "თქვენ თაობას რა გაგიკეთებიათ" და ა. შ.
image
ერთი კარგად მომისმინეთ რა! რაღაც ძაან ადრე ხომ არ ჩამოგვწერეთ?
დიახ, მე ვამაყობ, რომ ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც სამწუხაროდ თქვენზე კარგად იცოდა ცუდის და კარგის გარჩევა, რომელიც თქვნგან განსხვავებით, მოხუცს, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თვალებს არ უქაჩავდა და ხელით არ ეხებოდა. ჩემი თაობაა ის თაობა, რომელიც ქუჩაში ზრდილობას და კაცობას სწავლობდა, რომელმაც ქალის პატივისცემა იცოდა და შეყვარებულს "შენ შიგ ხომ არა გაქვსო"? არ ეტყოდა. ჩემი თაობა დაუპირისპირდა საბჭოთა მანქანას 1978 წელს და შეუნარჩუნა ქვეყანას ქართული ენა. ჩემი თაობის გოგო-ბიჭები დაუდგნენ რუსის არმიას შიშველი ხელებით 9 აპრილს. ჩემი თაობის ბიჭები იყვნენ, რომელთაგან ზოგს ზღვაც არ ჰქონდა ნანახი, მაგრამ როცა სამშობლოს დასჭირდა მოხალისედ წავიდნენ აფხაზეთში და მათი უმეტესობა იქ დარჩა ისე, რომ მშობლებმაც ვერ დაიტირეს მათი ცხედრები. ჩემი თაობა არ შეიცვლიდა სარწმუნოებას და არ შევიდოდა სექტაში იმიტომ რომ თავის ქვეყნის ჯარში არ წასულიყო.
და ბოლოს ერთ რჩევას მოგცემთ, ისწავლეთ უფროსის პატივისცემა, ბოღმით წარმატებულ ქვეყანას ვერ ააშენებთ"-წერს თენგიზ მაჭავარიანი.

image

ასევე იხილეთ


სამხედრო ექიმი ნინო ახობაძეს პოსტები სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში, რომლის აქტიურად გაზიარება ხდება.არც მორიგი პოსტი გახლავთ გამონაკლისი, რომელიც ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეეხება: "თქვენ კიდე მეუბნებით-როგორ ბედავ რომ გეცოდებაო! კარგით რაა, კარგი რაა ნუ აი აბა...


"ოჯახის წევრების და მეზობლების გაფითრებული, გაშეშებული სახეებით გარემოცული, 9 აპრილს, ძალიან პატარა, პირველად შევხვდი სიკვდილს. ისეთი ტრაგედია ტრიალებდა ირგვლივ, განცდა მქონდა რომ ნახევარი ქვეყანა იმსხვერპლა იმ დღემ. თინეიჯერობის ასაკამდე წამომეწია სამოქალაქო ომი, ...



"მარშუტკაში მოხუცი ქალი მეჯდა გვერდზე. გამომელაპარაკა - ზვიადის კლასელი ვარო. დოჩანაშვილიც ჩვენი კლასელი იყოო. კიდევ ჩამოთვალა რაღაც გვარები. პირველად რომ დააპატიმრეს ზვიადი, 7 კლასელი იყო მაგასთან ერთად დაჭერილი. აი როგორი კლასი მყავდაო. ჰმ, მე ვერ მოვუყვ


რაკი მე არ მერიდებით, მე რატომ უნდა მოგერიდოთ? როგორც გაბრიაძე ამბობდა, " ზრდილობამ დაგვღუპა, თორემ თათრებზე მეტნი ვყოფილვართ უწინ". ჰოდა, არც დაგბლოკავთ, არც წაგშლით და არც რა, პირიქით შეგიძლიათ მოიქცეთ....მე რას ვფიქრობ თქვენზე, იმას მოგახსენეთ. ჩვეულებრივო "კასტი...


ნელი აგირბამ, რომელიც ტელემაყურებელმა, წლების წინ გაიცნო, როგორც "რუსთავი2" -ის დიქტორი, ახალ გადაცემა "The Talk შოუში", რომელიც რუსთავი-2-ზე გადის, მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევწროვებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა: "ერთი ფაქტი მახსენდება და ახლა ჭუჭყის შეგრძნება მაქვს, რადგან არც ამაზე ისაუბრია. ბავშვებთან ერთ...

0
197
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0