x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ მოვამზადოთ კიევური კატლეტი
image

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, განსაკუთრებით ის თაობა, რომელიც სსრკ-დან მოდის, რომელსაც კიევური კატლეტი გასინჯული ან გაგებული არ ჰქონდეს, ის ხომ რესტორნების მუდმივ მენიუში ირიცხებოდა, კიევური კატლეტი-უკრიანულ-რუსული სამზარეულოს კერძია.


ვ.ვ.პოხლიობკინის თქმით, ამ ტიპის კატლეტები გამოიგონეს 1912 წელს პეტერბურგში და ეწოდებოდა "ნოვო-მიხაილოვსკის კატლეტები", იქვე ახლოში მდებარე მიხაილოვსკის სასახლის საპატივცემლოდ. ანალოგიურად 1909 წელს პ.პ. ალექსანდროვ-იგნატიევამ განმარტა კატლეტების წარმოშობა და მათი სახელები: „ამ კატლეტებს ნოვომიხაილოვსკი ერქვა, რადგან პირველად დამზადდა პეტერბურგში, მიხაილოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასოფლო-სამეურნოს კლუბში“


1918 წელს კიევში დაიწყეს ქათმის კატლეტების მომზადება კარაქის შიგთავსით, მაგრამ იმ დროს მათ პოპულარობა ვერ მოიპოვეს.



ომის შემდგომ, 1947 წელს ასეთი კატლეტები მომზადდა პარიზიდან დაბრუნებული საბჭოთა დელეგაციის საპატივცემულოდ, რომლებმაც ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებებს გერმანიის ყოფილ სატელიტებთან. მოგვიანებით, ეს კერძი გამოჩნდა კრეშჩატიკის ერთ-ერთ რესტორანში, სახელწოდებით "კიევური კატლეტი", მოგვიანებით კი გახდა სტანდარტი "ინტურისტის" ქსელის ყველა რესტორნისთვის.სხვა ვერსიით კიევური კატლეტი გამოჩნდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში და დაერქვა რესტორან " კიევის" მიხედვით, "კივურ კატლეტს" იბრალებენ ფრანგები და ამერიკელებიც, ამ უკანასკნელების მტკიცებით, ეს კერძი შექმნა აშშ-ში მცხოვრებმა უკრაინულმა დიასპორამ.



ახლა გადავიდეთ მთავარზე და გაგაცნობთ "კიევური კატლეტის" მომზადების წესს:



6 კატლეტის მომზადებისთვის საჭიროა: 3 ნაჭერი ქათმის მკერდი: 60 გრ კარაქი; 2 კვერცხი, 200 გრამი საფანელი;6 ს.კ ფქვილი; მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი; 1 ლიტრი რაფინირებული მცენარეული ზეთი

image

გარეცხეთ ქათმის თითოეული მკერდი, მოაცალეთ ცხიმი და ძვლების და ხრტილების ნარჩენები. თუ სასწორი გაქვთ, გასუფთავებული ფილე აწონეთ. ჩვეულებრივ ერთი ბროილერის ფილე იწონის 250 გ.

imageთითოეული ფილედან ვიღებთ 2 კატლეტს. აუცილებელია, რომ ხორცის მომზადება თითოეული კოტლეტისთვის იწონის 80 გ -100 გრამს. თუ მკერდი 250 გ-ს იწონის, ვამზადებთ ორ ცალ კატლეტს.

imageვამზადებთ ფილეს ორი კატლეტისთვის


imageვახვევთ ცელოფანში


imageვჟეჟავთ ჩაქუჩით, ისე, რომ 5 მმ სისქე მივიღოთ, ამის შემდეგ ვაყრით მარილს და ცმცირე დოზით შავ პილპილს

imageავიღოთ კარაქი და დავჭრათ 6 ნაჭრად, ისე რომ ერთი ნაჭერი 60 გრამი იყოს(ექვსი კატლეტისთვის), შემდეგ ხელით ვაძლევთ მას ოვალურ ფორმას.

imageვყრით ცივ წყალში, რათა ფორმა შეინარჩუნოს

image

შემდეგ ვახვევთ ფილეში, ისე რომ კარაქი მთლიანად დაფაროს ხორცმა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეწვის დროს კარაქმა გამოჟონოს.

imageასე რულეტი უნდა მივიღოთ, სველი ხელებით რულეტს ხელი მოვუჭიროთ.რათა ზედმეტი ჰაერი გამოვიდეს.

imageამის შემდეგ კატლეტის რულეტებს ვათავსებთ მაცივარში 30-40 წუთის მანძილზე.

imageამასობაში ავიღოთ ორი კვერცხი და ავთქვიფოთ, გავამზადოთ ფქვილი და საფანელი. თანმიმდევრობა ასეთი იქნება:კატლეტი ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში.

image

image

imageდავალაგოთ დაფაზე კატლეტები შევდგათ მაცივარში 30 წუთით. თუ კატლეტების მომზადებას მოგვიანებით გეგმავთ, როგორც ნახევარფაბრიკატი, მაცივარში 12 საათზე მეტი არ შეინახოთ. შეგიძლიათ დილით მოამზადოთ ყველაფერი, საღამოს კი კატლეტები შეწვათ.

imageავიღოთ ქვაბი, უმჯობესია სქელძირიანი და ფართო, ჩავასხათ 1 ლიტრი რაფინირებული ზეთი, რომლის დონეც ისეთი უნდა იყოს, რომ კატლეტები მთლიანად დაიფაროს, ე.ი. არანაკლებ 8 სმ. ზეთი კარგად გააცხელეთ 140 C ტემპერატურაზე; ტემპერატურა შეგიძლიათ შეამოწმოთ პურის ნაჭრის ჩაგდებით-თუ ბუშტუკებ გამოუშა, ე.ი.ზეთი კარგად არის გაცხელებული.ამის შემდეგ აკურატუკად ჩავუშვათ კატლეტები.

imageსაშუალო ცეცხლზე შევწვათ 6 წუთის განმავლობაში, გადმოღების წინ მაინც გასინჯეთ, მცირე ნაჭერი მაოგლიჯეთ ერთ-ერთ კატლეტს, თუ ჯერ კიდევ უმია, ორიოდე წუთი შეგიძიათ კიდევ დააყოვნოთ.

image კიევური კატლეტი მზადაა, შეგიძილათ მიიტანოთ სუფრაზე რაიმე გარნირის თანხლებით, მაგალითად, კრუტონების ან კარტოფილის პიურესთან ერთად.

image


image

ასევე იხილეთ


ცოტამ თუ იცის, რომ გასული საუკუნის შუა წლებშიც იმართებოდა შეფ -მზარეულთა მსოფლიო კონკურსები, რომლის მოგებაც ნიშნავდა თქვენი სახელის ჩაწერას მსოფლიო კულინარიული ხელოვნების ისტორიაში. თუმცა ბუნებრივია საბჭოთა შეფ -მზარეულები არ იღებდნენ მონაწილეობას ამ შეჯიბრებებში - სტალინს არ უყვარდა ხალხის საზღვარგარეთ გაშვება. მაგრამ 19...


თითქმის შეუძლებელია ტურისტმა ყოფილი სსრკ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან უცხოეთის მაღაზიებში იპოვოს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბურღულელი! სამაგიეროდ თავისუფლად შეგიძლიათ მისი შეძენა რუსეთში და ყოფილი სსრკ-ს ნებისმიერ რესპუბლიკაში .მის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია:არაა ძვირი, სასარგებლოა და მისი მომზადებაც საკმაოდ მარტივია.მაგრამ დასავლეთ ე...


ავიღოთ მოივა, რომელიც ერთი ხანობა გამქრალი იყო მაღაზიებიდან და როგორც იქნა ისევ გამოჩნდა. პირველ რიგში საჭიროა თევზი სათითაოდ კარგად გაირეცხოს და ზოგიერთი ნაწილი გაიწმინდოს კიდეც. თევზს მცირე რაოდენობით მარილი და პილპილი მოვაყაროთ. გაცხელებულ ტაფაზე მზესუმზირის ზეთი მოვასხათ . მარილი ზეთიან ტაფაშიც მოაყარეთ. ეს ხელს შეუშლის ტაფიდ...


როგორც არ უნდა იყოს, ბავშვებისთვის საკვები განსაკუთრებულად ხარისხიანი ნედლეულისგან მზადდებოდა, ამასთანავე, ყოველგვარი სირთულის და უჩვეულო იდეების გარეშე: ხორცის ფარში, ჭვავის პური, ხახვი, ნიორი, კვერცხი და მარილი. ამოცანა მარტივი იყო: ბავშვებისთვის დამზადებულიყო გემრიელი, ეკონომიური, სასარგებლო და დიეტური ულუფა. მარილს და წიწაკას(ან...

0
233
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0