x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყურებას დაიწყებთ და თვალს ვეღარ მოწყვეტთ - 12 მინი-სერიალი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

რამდენად ხშირად გინდათ კარგად მოთხრობილი ამბის ყურება, მაგრამ სერიალის ხანგრძლივ ყურებაში ჩართვისთვის, რომელსაც არაერთი სეზონი აქვს, არც დრო გაქვთ და არც სურვილი. სწორედ ამიტომ, აქ გთავაზობთ 12 მინი–სერიალს, რომელიც პანდემიის პირობებში, საღამოებსაც გაგიხალისებთ და არც ტელეეკრანებთან «მიგაბავთ», ხანგრძლივი დროით.


შერლოკი (Sherlock), 2010 წ.
image


ეს ისტორია თანამედროვე შერლოკ ჰოლმზზეა — ის ენერგიული და მომხიბლავი მამაკაცია. ხოლო, შეუცვლელი, ირონიული დოქტორ უოტსონთან ტანდემში, მას ნებისმიერი საქმის გახსნა შეუძლია.


ლუციფერი (Lucifer), 2016 წ.image


პირველმა სერიამ ინტერნეტი, ფაქტიურად, ააფეთქა... და გასაკვირი არც არის — განსაცვიფრებელი იუმორი, მშვენიერი მუსიკა და ჩახლართული სიუჟეტი. 40 წუთიანი სერიის დრო შეუმჩნევლად გადის და მაყურებელს მომდევნო ეპიზოდის ინტერესს უტოვებს.


ცეკვები ზღვარზე, Dancing on the edge 2013 წ.
image


სერიალში მოთხრობილია შავკანიანი ჯაზის მუსიკოსების ჯგუფის ამბავი, რომლებიც წარმატებისთვის იბრძვიან, ქსენოფობიით და ცრურწმენებით სავსე სამყაროში. სერიალში სიუჟეტი გასული საუკუნის 30–იან წლებში ვითარდება.


ტიტანიკი (Titanic), 1996 წ.
image


სერიალი ჯ. კემერონის ცნობილ ფილმამდე, ერთი წლით ადრე გამოვიდა და მასში ბევრად უფრო ღრმად არის ასახული ადამიანური დრამები, რომელიც ყველაზე მდიდრული ლაინერის ბორტზე — «ტიტანიკზე» ვითარდება. ხოლო, მშვენიერი კეტრინ ზეტა-ჯონსი გულგრილს არავის ტოვებს.



დაკარგული ოთახი (The lost room), 2006
image


მისტიკა და ფსიქოდელიკა. თუ კინგის «1408» ეკრანიზაცია მოგეწონათ, მაშინ ეს სერიალიც მოგეწონებათ...


შანარას ქრონიკები (The Shannara Chronicles), 2016 წ.
image


ტერი ბრუკსის ერთ–ერთი წიგნის ეკრანიზაცია, იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, ვისაც «ბეჭდების მბრძანებელი» მოსწონს — ელფები, ჯუჯები, მაგია... და რა თქმა უნდა, ბრძოლა ყოვლისშემძლე ბოროტების წინააღმდეგ.


ჰეტფილდი და მაკკოი (Hatfields & McCoys), 2012 წ.
image


ეს რეალური ისტორიაა, ორი საგვარეულო კლანის სისხლიანი შუღლის შესახებ, რომელიც კინაღამ, კენტუკის და დასავლეთი ვირჯინიას შტატს შორის, ომის დაწყების მიზეზი გახდა.


სიკვდილის თაობა (Generation kill), 2008 წ.
image


სერიალში მოთხრობილია საზღვაო ქვეითების თვალით დანახული, ერაყის 2003 წლის ომის შესახებ. აღწერილია იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც სამხედრო დაპირისპირებაში, საკუთარი ნების წინააღმდეგ აღმოჩნდნენ ჩათრეულები...


კაზანოვა, (Casanova) 2005 წ.
image


იუმორით მოწოდებული საინტერესო ლეგენდა, უდიდესი მაცდუნებლის შესახებ. თუმცა, ფილმი იმის შეგრძნებას არ ტოვებს, რომ ასეთი მამაკაცი სადღაც აქვეა.


დედამიწის ბურჯები (The pillars of the Earth), 2010 წ.
image


ამ კანადურ ფილმში მოთხრობილია XII ს. ინგლისში მიმდინარე პროცესების შესახებ. თუ ისტორია გიყვართ, აუცილებლად უნდა ნახოთ.


პოლდარკი (Poldark), 2015 წ.
image


ის ომიდან ბრუნდება და გაპარტახებული მამული ხვდება... ყველა მამაკაცში ცხოვრობს მსოფლიოს დამპყრობი და მას იბრძოლისთვის, მხოლოდ ღირსეული მიზანი ესაჭიროება. ფილმის პეიზაჟები კი, იმდენად ლამაზია, რომ შეიძლება კადრის შეჩერების და მისი კარგად დათვალიერების სურვილი გაგიჩნდეთ. შინაარსზე კი, არაფერს ვიტყვით... თუმცა, მხოლოდ იმას, რომ ძალიან საინტერესოა!


ღამის ადმინისტრატორი (The night manager), 2016 წ.
image


ეს ისტორია კრიმინალურ სინდიკატში ჩანერგილ აგენტზეა. ფილმში მთავარ როლს ტომ ჰიდლსტონი ასრულებს, მისი პარტნიორი კი – ჰიუ ლორია, რომელმაც ექინი ჰაუსის როლში, არაერთი დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა.


image


imageimageimageimage




0
367
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0