x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აშშ-ს დაზვერვამ არაბეთში ჩინეთის ფარულად მშენებარე სამხედრო ობიექტი აღმოაჩინა

image



ამერიკულმა დაზვერვამ გაარკვია, რომ ჩინეთი ფარულად აშენებდა სამხედრო ობიექტს არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბის მახლობლად პორტის ტერიტორიაზე, წერს გამოცემა Wall Street Journal-ი სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით.





გაზეთის თანამოსაუბრეების თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს ინფორმაციის ჩინეთის საეჭვო აქტივობის შესახებ ხალიფას პორტში, რომელიც აბუ დაბიდან არც თუ ისე შორს არის.





წყაროს თქმით, ამ გაზაფხულზე შეერთებულ შტატებში, თანამგზავრების საიდუმლო სურათებზე დაყრდნობით, დაასკვნეს, რომ ჩინეთი აშენებს ობიექტს პორტში. ბაიდენის ადმინისტრაციამ დიპლომატიური ძალისხმევით დაარწმუნაა არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომ ობიექტი სამხედრო ობიექტია და უნდა შეჩერდეს.





შედეგად, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ამერიკელი ოფიციალური პირების რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ობიექტის მშენებლობა შეჩერდა.

0
177
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0