x
image
ლანა92
ცნობილი მამაკაცები, რომელთაც ცოლები კაცის სიყვარულის გამო მიატოვეს

image

ვარსკვლავების ცხოვრებაში არაერთი მოულოდნელი მოვლენა იჩენს თავს. ოჯახური ღალატი და რამდენიმე ქორწინება აღარავის უკვირს. არის შემთხვევები, როცა ვარსკვლავური წყვილები შორდებიან იმის გამო, რომ ქმრები კაცებზე ცვლიან. რომელმა ვასრკვლავმა ქმარმა მიატოვა ცოლი კაცის სიყვარულის გამო?

1. ბრაიან ლურდი

"ვარსკვლავურ ომებში" პრინცესა ლეიას როლს კერი ფიშერი თამაშობს, რომელიც მოგვიანებით კასტინგის მენეჯერის, ბრაიან ლურდის რჩეული ქალი გახდა და შვილი, ბილიც გაუჩინა მას. ბრაიანი არ ჩქარობდა ცოლობის ოფიციალურად შეთავაზებას, მაგრამ ფიშერი მაინც ბედნიერი იყო. მისი ბედნიერი ცხოვრება დასრულდა იმის მერე, რაც ლურდი გამოუტყდა, რომ სხვა უყვარდა. ეს სხვა, არც მეტი, არც ნაკლები, მამაკაცი იყო, თუმცა კერისათვის მეტოქის სქესს, ალბათ, მნიშვნელობა ნაკლებად ჰქონდა. მან იმდენად განიცადა ლურდის ღალატი, რომ ახალ ურთიერთობებზე უარი თქვა, ნარკოტიკებსაც მიეძალა და 2016 წელს დაიღუპა ნარკოდამოკიდებულებისაგან.

2.პიტერ ალენი

ლაიზა მინელთან ქორწინებამ ცნობილი მუსიკოსი კიდევ უფრო ცნობილად აქცია. ავსტრალიელი მეუღლე მას გვერდით ედგა და ძალიან კარგადაც უვლიდა. ლაიზა მინელს სხვა პარტნიორებთან შედარებით პიტერ ალენი პრინცად მიაჩნდა, რადგან გადაღლილი იყო ძველი საყვარლების ღალატით. ქორწინებიდან 7 წლის მერე პიტერ ალენმაც უღალატა და თან კაცთან.

3.ელტონ ჯონი

მუსიკოსი დაქორწინებული იყო რენატა ბრაუელზე. 4 წლის მერე წყვილი დაშორდა ელტონ ჯონის არატრადიციული ორიენტაციის გამო. რენატა განქორწინების შემდგომ მოიქცა თავშეკავებულად, არ დაუწყია სკანდალების გამართვა, არც ქონებაზე შედავებია მეუღლეს. ელტონ ჯონი აღნიშნავდა, რომ მადლიერი იყო ცოლის, რომელმაც არ გაკიცხა კაცთან ღალატის გამო.

4. პიტერ მაიკ ჯეიკობსონი

მსახიობი ფრენ დრეშერი და ჯეიკობსონი კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილია. ჯეიკობსონმა, ცოლთან ურთიერთობის გაწყვეტის მერე, აღიარა, რომ მამაკაცზე იყო შეყვარებული. დრეშერის თქმით, ყოფილი ქმარი რჩება მის მეგობრად, რადგან ჯეიკობსონთან აკავშირებდა 20-წლიანი ბედნიერი თანაცხოვრება.

5. ჯეისონ კოლინზი

კოლინზის რჩეული, ასევე, ცნობილი კალათბურთელი, ქეროლინ მუსი გახდა. მოულოდნელად კოლინზმა განაცხადა, რომ დანიშნული ქორწინება არ შედგებოდა. მან ღიად აღიარა, რომ მამაკაცი შეუყვარდა.

0
281
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0