x
მეტი
  • 10.10.2024
  • სტატია:137550
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511438
ჩამქრალი დიდება: პოდიუმის დედოფლების ტრაგიკული აღსასრული შეგაძრწუნებთ

image


თანამედროვე რეალობაში სილამაზის კონკურსებით დიდების მოპოვების ფორმატი, ხერხი მოძველებულია, თუმცა ოდესღაც ხმაურიანი ტიტული იყო არაერთი გოგონას ოცნება, ვისაც ბედნიერი ცხოვრებისაკენ საგზურის მოპოვება სურდა. ამასთანავე, ბევრი გოგონას ცხოვრება ნანატრი გვირგვინის მიღების მერე იქცა ჯოჯოხეთად: მდევართა არმია, საზოგადოების მხრიდან შევიწროება, ხანგძლივი დეპრესიები და ხშირად კი - საშინელი აღსასრული. სტატიაში წარმოგიდგენთ სილამაზის დედოფლებს, რომელთა ტრაგიკული ცხოვრების ბოლო დაგაფიქრებთ: ღირს კი ხმაურიანი ტიტულები და ბრჭყვიალა გვირგვინი ასეთ დიდ მსხვერპლად?

ირენე გარზა - "მის სამხრეთ ტეხასი"


image


1958 წელს ირენე გარზამ სილამაზის კონკურსში მოიპოვა "მის სამხრეთ ტეხასის ტიტული", მაგრამ გადაწყვიტა, ცხოვრება სწავლების სფეროსათვის მიეძღვნა. ტიტულის მიღებიდან ორ წელიწადში, 1960 წელს 16 აპრილს მან მშობლებს დაუბარა, რომ "წმინდა გულის ეკლესიაში" აღსარებისათვის მიდიოდა. ეს იყო ირენე გერზასა და მისი ოჯახის ბოლო შეხვედრა. გაუჩინაურებული მოდელის შესახებ პოლიციას მისმა მეგობრებმა აცნობეს. ხანგძლივი ძებნის შედეგად ირენეს ცხედარი ქალაქის სარწყავ არხში ჩაგდებული იპოვეს. ამ ადგილას მოგვიანებით მიაკვლიეს დიასკოპს (ფოტოგრაფიული სლაიდების სანახავ მოწყობილობას), რომელიც აღმოჩნდა ჯონ ფეიტის, კათოლიკე მღვდლის. პოლიციამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ამას დასჯა და რამე სამართლებრივი ზომები არ მოჰყოლია. სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ ჯონ ფეიტი უბრალოდ და მხოლოდ სხვაგან, მისურის მონასტერში გადაეყვანათ. მან, შესაძლოა, აღიარა კიდეც დანაშაული, თუმცა, საეკლესიო წეს-ჩვეულებების ძალით, მღვდლის აღსარება დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. 1960 წელს მომხდარი ირენე გარზას მკვლელობის საქმეს ფარდა აეხადა მხოლოდ 2002 წელს. სააბატოს მღვდელმა, დეილ ტეჩენიმ გადაწყვიტა, დაერღვია აღსარების საიდუმლო და მოეყოლა საზოგადოებისათვის, თუ რა უთხრა მას მკვლელმა, ჯონ ფეიტიმ. როგორც ცნობილი ხდება, ფეიტმა აღიარა როგორც ირენე გარზას მკვლელობა, ისე ოდნავ ადრე კიდევ ერთ ქალზე თავდასხმის ფაქტები. ამასთანავე, ერთ-ერთმა პოლიგრაფოლოგმა აღიარა, რომ "სიცრუის დეტექტორის" მონაცემები, რომელზეც ფეიტი დაკითხეს, არაზუსტი იყო. გაირკვა, რომ სასულიერო პირები და ქალაქის მმართველობა გამოძიებაზე ახდენდნენ ზემოქმედებას, რათა ეკლესიის რეპუტაცია არ შელახულიყო.

სილამაზის დედოფლის, ირენე გარზას მკვლელი მხოლოდ 2017 წელს, დანაშაულის ჩადენიდან 57 წლის მერე გაასამართლეს, უკვე 80 წლის ასაკში. მკვლელს მიესაჯა 57 წლით თავისუფლების აღკვეთა, ანუ ზუსტად იმდენი წელი, რამდენიც იგი ჩადენილი მკველელობის მერე თავისუფლად დადიოდა.




აგნეშკა კოტლიარსკა - "მის პოლონეთი"

image


"მის პოლონეთი" და "მის ინტერნეიშენალი" პოდიუმზე მოპოვებული დიდების მერე, საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. თანამშრომლობდა ცნობილ ბრენდებთან (კელვინ კლაინი, რალფ ლოურენი), იღებდნენ "ვოგისა" და "კოსმოპოლიტენისათვის". სწორედ ამ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში იდუმალი სტალკერი (მოთვალთვალე) - ეჟი. აგნეშკა კოტლიარსკა მალევე დაქორწინდა, რაც, როგორც ჩანს, ფარულ თაყვანისმცემელს არ მოეწონა. ქორწინებიდან 3 წლის მერე მოდელი დაბრუნდა პოლონეთში, ოჯახთან ერთად, მაგრამ ეჟი იქაც დასდევდა, უთვალთვალებდა მას. 1996 წლის 27 აგვისტოს ღამეს, როცა ოჯახის წევრები მანქანაში სხდებოდნენ, მათ თავს დაესხა ეჟი. აგნეშკას ქმარმა ამაოდ სცადა ცოლის დაცვა. ორი მამაკაცის ორთაბრძოლა დასრულდა იმით, რომ ეჟიმ აგნეშკა კოტლიარსკას საყვარელ მამაკაცს, მეუღლეს სანადირო დანა ფეხში ჩაარტყა. მოდელმა სცადა ქმრის დახმარება, რის გამოც ეჟიმ ორი წლის ქალიშვილის თვალწინ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა აგნეშკას. მოდელი ჭრილობებისაგან საავადმყოფოში გადაყვანის მერე გარდაიცვალა. პოლიციამ 36 წლის პროგრამისტი საკუთარ სახლში დააკავა. მან აღიარა დანაშაული და ჩვენებაში დანაშაულის ჩადენის მიზეზად დაასახელა ეჭვიანობა, აღნიშნა, რომ მოდელმა სხვა მამაკაცზე ქორწინებით "ცხოვრება დაუნგრია".


დამარის რუისი - "მის ვენესუელა"

image


დამარის რუისი 1973 წელს გახდა "მის ვენესუელა". მიუხედავად პოპულარობისა და ცნობადობისა, მას დიდი წარმატება არ ერგო ცხოვრებაში. ვერც იურისტის კარიერა მოიწყო, ვერც მოდელისა გააგრძელა, თავს ირჩენდა ნაკეთობებისა და სამკაულების გაყიდვით.

მას არ ჰყოლია არც ქმარი, არც ბოიფრენდი (საყვარელი მამაკაცი), რადგან ცხოვრობდა ძმასთან, რომელიც უზღუდავდა ყოველმხრივ თავისუფლებას. 2005 წელს დამარის რუისმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძმა აშიმშილებდა, ემუქრებოდა და ხშირად სცემდა. "რამდენჯერმე დავურეკე პოლიციას, მაგრამ არაფერი მოუქმედებიათ", - განაცხადა ყოფილმა სილამაზის დედოფალმა. იგი ამ ინტერვიუმდე 5 წლით ადრე, 2000 წელს გაიქცა სახლიდან და დაიწყო ქუჩაში ცხოვრება. მისი ცხოვრებას დასრულდა ტრაგიკულად: სილამაზის ექს-დედოფალი, დამარის რუისი, იურისტის დიპლომით დაიღუპა ქუჩაში. სიცოცხლის უკანასკნელი 15 წელი მან უსახლკაროდ გაატარა. დამარის რუისის ცხედარი იპოვეს პარკში, მაგრამ ოჯახიდან არავინ მისულა მორგვში დამარის რუისის ცხედრის ამოსაცნობად.


ჩილი მოლნარი - მის უნგრეთი


image


ჩილი მოლნარი 17 წლის ასაკში გახდა "მის უნგრეთის" ტიტულის მფლობელი და ეს უკვე გახდა ხმაურიანი გარჩევების საგანი. ზოგი მიიჩნევდა, რომ დაუმსახურებლად გაიმარჯვა, ზოგი - ეჭვიანობდა, სხვებიც ელოდებოდნენ, როგორ შეძლებდა საზოგადოების ყურადღების შენარჩუნებას. გოგონას დევნის მანია აწუხებდა და 1986 წელს თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნის წინ მოლნარი ინტერვიუში წუწუნებდა საზოგადოების გადამეტებული ყურადღების გამო, გვირგვინის მიღების მერე. "არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამასთან გამკლავებას", - განუცხადა ჟურნალისტებს, - ყველა მდევნის, მავიწროებს. მეკითხებიან: "სად და ვისგან იშოვეთ ეს ლამაზი ტანსაცმელი" ვინ დაგეხმარათ? თქვენ, ან მამათქვენს განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ ჟიურისთან?".




მარიანა ბერდი კოსტა - "მის სამყარო ბრაზილია 2006"

image


მარიანამ მოდელის კარიერა 14 წლის ასაკიდან დაიწყო. 2006 წელს სილამაზის კონკურსზე მეოთხე ადგილი აიღო და გახდა "მის სამყარო ბრაზილია 2006", მომდევნო წელს კი მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსზე "მის ბიკინი". 2008 წელს მას შეცდომით დაუსვეს თირკმლის ინფექციის დიაგნოზი. მოგვიანებით ექიმებმა დადეს კვლევის შედეგი, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა მთელ სხეულში და სეფსისი განვითარდა. მარიანა ბერდი კოსტას სიცოცხლის გადარჩენას ექიმები ხელებისა და ფეხების ამპუტაციის გზით შეეცადნენ, აგრამ უშედეგოდ. მოდელი 2009 წელს გარდაიცვალა.


0
308
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0