x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამაკაცს, რომელმაც მეძავს სექსის სანაცვლოდ ბურგერი შესთავაზა 6 თვით ციხეში ყოფნა მოუწევს

image

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ალბუკერკეში მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ რაც მან მეძავს სექსის სანაცვლოდ ჰამბურგერი შესთავაზა.

ქალი რომელიც მამაკაცს მეძავად გაეცნო პოლიციის ოფიცერი აღმოჩნდა, რომელიც სპეციალურად იდგა იქ, სადაც მეძავები იკრიბებიან საღამოობით.
36-წლის ნიუ-მექსიკოს შტატის მცხოვრებმა დომინიკ კალდერონმა გადაწყვიტა ესარგებლა სექს მუშაკის მომსახურებით და ღამის საათებში მივიდა იმ ადგილზე, სადაც "ღამის პეპლები" იყრიდნენ თავს კლიენტის მოლოდინში.

დომინიკმა მალევე ნახა "მეძავი" ქალი, რომელსაც გამოესაუბრა და სექსის სანაცვლოდ ჰამბურგერით გამასპინძლება შესთავაზა, რასაც მალევე დომინიკის მაჯებზე ხელბორკილის დადება მოჰყვა, მეძავი სინამდვილეში გამომწვევას სპეციალურად ჩაცმული პოლიციის ოფიცერი ქალი აღმოჩნდა.

შტატის კანონებით სექს მუშაკისათვის ანაზღაურება ბარტერით დასჯადია, ცალკე თემაა დომენიკი პრაქტიკულად პროვოკაციის მსხვერპლი რომ გახდა.

რომ არა გადაცმული პოლიციის ოფიცერი იქნებ დომენიკს ბარტერზე სხვა სექს მუშაკებისაგან უარი მიეღო და მომსახურების ღირებულება ნაღდი ფულით გადაეხადა.

ახლა "ღამის მონადირე" ციხეშია და სასამართლოს ელოდება, ადგილობრივი კანონმდებლობით მას მინიმუმ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 5000 დოლარიანი ჯარიმა ემუქრება შტატის კანონების დარღვევის გამო.

პოლიციის ოფიცერ ქალს კი წარმატებით განხორციელებული "ოპერაციის" გამო პრემია გამოუწერეს და დაწინაურებაც ელოდება.

კალდერონი "ღამის პეპლების" თავშეყრის ადგილზე მისვლამდე სწრაფი კვების ობიექტში შევიდა და რამდენიმე ჰამბურგერი იყიდა, რათა ადგილზეც მიერთვა და სახლშიც წაეღო.

როცა ერთერთ მეძავს გაეცნო და მომსახურების ღირებულებაც გაიგო, მას უთხრა რომ ამჟამად საკმარისი ფული არ ჰქონდა და სთხოვა ტელეფონის ნომერი, რათა ხელფასის აღების მერე დაკავშირებოდა და მისი სექს მომსახურებით ესარგებლა.

"მეძავმა" მას ჰკითხა თუ რა ჰქონდა მას პაკეტებში, რაზეც დომენიკმა უპასუხა რომ ჰამბურგერები ელაგა და შეეძლო მას სექსის სანაცვლოდ ჰამბურგერები გადაეცა მისთვის, "მეძავი" დათანხმდა და როცა დომენიკმა ჰანბურგერიანი პაკეტი გაუწოდა სწორედ მაშინ დაადეს ხელბორკილები.

დომენიკის მსგავსად 10 სხვა მამაკაცი გაება ამგვარ მახეში იმავე ღამეს მიმდებარე ტერიტორიაზე.
imageimage


დომენიკმა მაშინ "გაიჩალიჩა" როცა "მეძავს" მომსახურების ღირებულების გაგებისთანავე ბარტერი რომ შესთავაზა, რადგან ფულის გადახდა დაეზარა.


0
141
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
141