x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სკანდალი ქალთა პსჟ-ში გრძელდება,ჰეირა ჰამრაუიზე თავდასხმაში ერიკ აბიდალის ოჯახია ეჭვმიტანილი
image


"ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ერიკ აბიდალის მეუღლემ, ჰაიეტ აბიდალმა განქორწინება გადაწყვიტა. დაშორების მიზეზი ქმრის ღალატი პარიზული კლუბის ფეხბურთელთან ჰეირა ჰამრაუისთან გახდა.ეს ის ჰეირა ჰამრაუია, რომელსაც 4 ნოემბერს საღამოს რკინის არმატურით თავს დაესხნენ.(მთავარ ფოტოზე:ჰეირა ჰამრაუი და ჰაიეტ აბიდალი)


ჰაიეტის ადვოკატის თქმით, ერიკ აბიდალმა აღიარა, რომ კავშირი ჰქონდა ჰაირი ჰამრაუისთან, რომელიც ქალთა პსჟ-ში თამაშობს. ის განქორწინებაზე განცხადებას ქალაქ ბარსელონაში შეიტანს. ცნობილია, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ აბიდალი კატალონიის დედაქალაქში ცხოვრობდა და გარკვეული პერიოდი ბარსელონას სპორტულ დირექტორად მუშაობდა. იტყობინება RMC Sport.


საფრანგეთისა და ბარსელონას ყოფილი მცველი აბიდალი პსჟ-ს ფეხბურთელ ჰაირი ჰამრაუიზე თავდასხმის ინციდენტზე დაიკითხება.




აღნიშნულია, რომ პარალელურად ჰამრაუიზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია ყოფილი ფეხბურთელის მეუღლე.

image

შეგახსნებეთ, 4 ნოემბერს, ორი უცნობი პირი თავს დაესხა 31 წლის სპორტსმენს, რა დროსაც ქალს ფეხებში რკინის არმატურა ურტყეს.

image

უპირველესი ეჭვმიტანილი გახდა მისივე თანაგუნდელი ამინატა დიალო. ვარაუდობდნენ, რომ დიალოს მიზანი იყო, რომ ამ გზით ჩამოეშორებინა კონკურენტი ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის.აღსანიშნავია, რომ მუქარის შესახებ პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმაც განაცხადეს.


დიალოს დაკავების შემდეგ პსჟ-მ მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა. კლუბმა დაადასტურა, რომ გოგონა თანაგუნდელზე თავდასხმის გამო დააკავეს და დაგმეს ყოველგვარი ძალადობა. ფრანგული გრანდის პრესსამსახური ირწმუნება, რომ კლუბი ყველა ღონეს გამოიყენებს, რათა უზრუნველყოს ყველა ფეხბურთელის უსაფრთხოება და ასევე დაეხმარება გამოძიებას.



მომხდარს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრაე გამოეხმაურა. მან აღიარა, რომ შოკირებულია დიალოს წინააღმდეგ შესაძლო ბრალდებებით და ვერ იჯერებს მომხდარს.


„ეს ეჭვები წარმოუდგენელია. ორივე სპორტსმენს ვიცნობ. შოკირებული დავრჩები, თუ ეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდება."-აღნიშნა მან.


დიალო ვერსალის რაიონის პოლიციამ 10 ნოემბერს დააკავა.თუმცა როგორც ახლა ჩანს, გამოძიება ამჯერად სულ სხვა მიმართლებით წავიდა.


image

ასევე იხილეთ


"პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი ამინატა დიალო პოლიციამ დააკავა, როგორც ეჭვმიტანილი მის თანაგუნდელ ჰეირა ჰამრაუიზე თავდასხმის ორგანიზებაში. ერთი კვირის წინ, 4 ნოემბერს, ორი უცნობი პირი თავს დაესხა 31 წლის სპორტსმენს, რა დროსაც ქალს ფეხებში რკინის არმატურა ურტყეს. ვარაუდობენ, რომ დიალოს მიზანი იყო, რომ ამ ...


გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა ახალგაზრდა ფრენბურთელ ქალს თავი მოკვეთეს და მისი თავის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ქაბულის მუნიციპალიტეტის ფრენბურთის კლუბის ამომავალი ვარსკვლავი მაჰჯაბინ ჰაკიმი ამ თვის დასაწყისში ჯიჰადისტებმა მოკლეს, ამის შესახებ მისმა მწვრთნელმა გამოცემა The Persian Independe...


ცნობილმა მწვრთნელმა ეთერი თუთბერიძემ ქალიშვილი, დიანა დევისი, აშშ -ში 2003 წელს გააჩინა. მას არასოდეს უხსენებია მამის სახელი. მხოლოდ ერთხელ თქვა, რომ დიანას მამა ამერიკელია. ეთერიმ არ დაასახელა მისი სახელი, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში დიანას მამის სახელად მითითებულია სერგეი. ჭორები დადის, რომ დიანა და...


ტელეშოუში "სიცრუის დეტექტორი"გიორგი გასვიანის კითხვაზე "მექალთანედ" თუ თვლიდით თავს და "ერთდროულად ორ ქალს თუ ხვდებოდით?(დაოჯახებამდე ვგულისმხობ)ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ უპასუხა:"მექალთანე ვიყავი და რა ვქნა, ვაღიარებ.იყო პერიოდი, რომ ერთდროულად სამი და ოთხი საყვარელი არა მყავდა რომ? იყო ასეთი შე...


დიდოსტატი და მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ანატოლი კარპოვი გამოეხმაურა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელს Netflix ვიდეოსერვისის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ბიოგრაფიიდან ზოგიერთი ფაქტი დაამახინჯა სერიალში "ლაზიერის გამბიტი". სცენარისტების კონსულტანტი იყო მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი. "უბრალოდ, არ ვიცი, როგორ გამოეპა...

0
205
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0