x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ამას წერს კაცი დეპუტატი, "ოცნების" ერთუჯრედიანი ამება" - რა სქრინს ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ქართული ოცნების" წევრის, დიმიტრი სამხარაძის ფეისბუქსტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც უმრავლესობის დეპუტატი ტელეწამყვანს შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენიებს. გრიგოლია პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას საჯაროდ მიმართავს და შექმნილი სიტუაციიდან ორ გამოსავალს სთავაზობს.


"ესენი ძალიან გადამწარებულან მედიაზე. ახალი ბინძური შეტევა დაიწყეს. ამას წერს კაცი დეპუტატი, “ოცნების “ ერთუჯრედიანი ამება., ვიღაც დებილი დიტო სამხარაძე. ახლა სადმე დავხვდე და თავში მიკროფონი ჩავარტყა, რაც მასზე მსმენია, ფსკერზე დავეშვა და პირდაპირ დავუწერო თუ ზრდილობის გამო მაინც მისცემთ რეაქციას? რომელი გზა სჯობს? კახა კუჭავა / Kakha Kuchava? ველი პასუხს პარლამენტის თავმჯდომარისგან" - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის სამარცხვინო პოსტის სქრინს აზიარებს.


image




0
1235
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1235