x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ვიდეო - 19 ნოემბერს ბოლო 500 წლის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება მოხდა

image


19 ნოემბერს დედამიწის ორბიტაზე მოძრაობისას მთვარემ გაიარა დედამიწის ჩრდილის სამხრეთ ნაწილი. ასტრონომიული ფენომენი ყველაზე კარგად ჩანდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.

ეს იყო ყველაზე გრძელი ნაწილობრივი დაბნელება მე-15 საუკუნის შემდეგ.

შორეული აღმოსავლეთის მაცხოვრებლების გარდა, დედამიწის ჩრდილში მთვარის მოძრაობა დაინახეს ოკეანიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ევროპისა და ინდონეზიის მაცხოვრებლებმა.

მოგეხსენებათ, მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსე მთვარეზე ხდება. ნოემბრის სავსე მთვარე ცნობილია ანტიკურ დროიდან, როგორც თახვის, ან ყინვის. ამ დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სიცივეები მოდის და ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებმა შენიშნეს, რომ თახვები ამისთვის ყველაზე აქტიურად ემზადებიან.

გარდა ამისა, 19 ნოემბრის დაბნელება ხსნის ეგრეთ წოდებულ დაბნელების დერეფანს, ასტროლოგების აზრით, რთული პერიოდი დასრულდება მზის სრული დაბნელებით 2021 წლის 4 დეკემბერს.


0
121
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0