x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134378
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
სტოლტენბერგი: აშშ-ის ბირთვული იარაღი შესაძლოა განლაგდეს აღმოსავლეთ ევროპაში

image
"თუ გერმანია უარს იტყვის ამერიკული ბირთვული იარაღის მასპინძლობაზე, მაშინ ის შეიძლება განთავსდეს აღმოსავლეთ ევროპაში", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ გერმანიისგან პოზიტიურ პასუხს ელის, მაგრამ მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, განთავსდება თუ არა უცხოური ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე. ხოლო თუ არჩევანი ნატოს სასარგებლოდ არ გაკეთდება, მაშინ ის განთავსდება ევროპის სხვა ქვეყნებში, კერძოდ, გერმანიის აღმოსავლეთით, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს სამყაროს ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ არ დაუშვებს, რომ ნატოს ქვეყნებს არ ქონდეთ ბირთვული იარაღი. ბირთვული იარაღის განლაგების ეს სისტემა სამართლებრივ საფუძველს ქმნის ამერიკული იარაღის განსავთავსებლად ევროპის არაბირთვულ სახელმწიფოებში.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი, რომელსაც შეუძლია პლანეტაზე მილიარდობით ადამიანის მოკვლა. ქვეყანას ახლა აქვს უდიდესი ბირთვული არსენალი და უაღრესად ამბიციური ბირთვული პოტენციალი.

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0