x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116263
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490134
მარინა ხლებნიკოვა ხანძარში მოყვა -მისი გადარჩენისთვის ექიმები იბრძვიან
image

პოპ მომღერალი მარინა ხლებნიკოვა მოსკოვში საკუთარ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა.


რუსული მედიის ინფორმაციით, 56 წლის მომღერალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია - მას სხეულის 50%-ის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აქვს, ექიმები მას მედიკამენტოზურ კომაში ამყოფებენ.საგანგებო სიტუაციების სამსახური ხანძრის ორ წინასწარ ვერსიას განიხილავს.



მომღერალ მარინა ხლებნიკოვას სახლში ხანძარი ხუთშაბათს გვიან საღამოს გაჩნდა.


სახანძრო და სამაშველო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ხანძარი მოსკოვში, რატნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის ორსართულიან ბინაში მეოთხე სართულზე გაჩნდა.


22:51 საათზე ხანძარი 10 მეტრ ფართობზე ჩააქრეს, შენობიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს .მათ შორის არის მარინა ხლებნიკოვა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გასტროლებიდან.



ტელეგრამის არხის Mash-ის ცნობით, პოპ-მომღერალს დაზიანებული აქვს სახის, ტანის მნიშვნელოვანი ნაწილი და ზედა სასუნთქი გზები.იგი ინტენსიური თერაპიის პალატაშია გადაყვანილი წინასწარი მონაცემებით, მის სისხლში ალკოჰოლიც აღმოჩნდა.ექიმები არტისტის გამოჯანმრთელების შესახებ პროგნოზის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

imageფოტოზე: ასე გამოიყურება მომღერლის ოთახი ხანძრის შემდეგ


მარინა ხლებნიკოვას დიდი მუსიკალური კარიერა 1980-იანი წლების ბოლოს იწყება, 1989 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, (სწავლობდა მუსიკალურ აკადემიაში)მარინა შეამჩნია ბარი ალიბასოვმა და მიიწვია დიდ სცენაზე, როგორც მის მიერ ორგანიზებული ჯგუფების სოლისტი - ჯერ იყო "Интеграл ", შემდეგ "На-На".


უკვე 1991 წელს მომღერალმა მოიგო "იალტა-91"-ის კონკურსზე მეორე პრიზი, სადაც შეასრულა სიმღერა ედუარდ ჰილის რეპერტუარიდან "Зима", ხოლო როგორც ლაურეატმა წარადგინა სიმღერა "«Рай в шалаше".


1992 წელს გახდა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატი ავსტრიის ქალაქ ბრეგენცში.მის იმდროინდელ რეპერტუარში უკვე შედიოდა დღისთვის უკვე ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა «Я бы не сказала», «Дожди» და «Случайная любовь".

image

განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა მისთვის 1997 წელი, როდესაც სიმღერა

«Чашка кофию" "წლის სიმღერის" ლაურეატი გახდა და აგრეთვე მოიგო "ოქროს გრამაფონი", ხოლო ამავე სახელწოდების ალბომმა წლიური გაყიდვების მიხედვით მე-4 ადგილი დაიკავა.


დღეისთვის მომღერალს ჩაწერილი აქვს 6 ალბომი და ორ ათეულზე მეტი სინგლი, ამის გარდა მარინა ხლებინიკოვა თამაშობდა რამდენიმე სერიალში და მუსიკალურ ფილმში.





image

ასევე დაგაინტერესებთ



სკანდალური ვიდეო, რომელიც კატერზეა გადაღებული და ვარსკვლავური წყვილის სექსია აღბეჭდილი დიდი ხანია უკვე კლასიკად იქცა, ახლა კი ამ ამბავზე მთელ სერიალს იღებენ. მათთვის, ვინც არ იცის რა ვიდეოზეა საუბარი...ის გადაიღეს "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავმა პამელა ანდერსონმა და როკ-ჯგუფ Mtley Cre- ს დრამერმა ტომი ლიმ 1995 წელს კატერზ...


პირველად 40 წლის შემდეგ შვედურმა ჯგუფმა ABBA-მ პირველი ადგილი დაიკავა გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში, ამის შესახებ იუწყება მუსიკის რეიტინგების კომპანია Official Charts. გამოსვლიდან პირველ კვირაში, შვედური პოპ-ჯგუფის ახალი ალბომი Voyage-ის ჩანაწერის 204 000 ასლი გაიყიდა: ალბომი გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი არა მხოლოდ 2021 წელს, არამედ ბოლო რვა ...


გულშემატკივრები მზად არიან თავიანთი რჩეული დიაცვან და დამნაშავე დასაჯონ. ინტერნეტში გავრცელდა ვარსკვლავის კადრები.სადაც იგი წელზევით შიშველია, ხოლო თაყვანისმცემლები თვლიან, რომ ეს კადრები "გაუჩალიჩა"მისმა მეგობარმა და მანვე გაავრცელა. ერთ-ერთ ვიდეოში მომღერალი წელზემოთ შიშველი აუზის პირას ისვენებს. იღიმე...


1-ანრი ჟერვე-"როლა" ნახატი შესრულებულია 1878 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ჟერვის ადრეული ნამუშევრები მითოლოგიურ მოტივებზე შექმნილი, მოგვიანებით მხატვარი გადაერთო პარიზული ცხოვრების სცენებზე, მათ შორის შიშველი ქალების გამოსახვაზე. ასე თანდათან დაინტერესდა პროსტიტუციით, რომელიც გამოჩნდა ხელოვნებაში ყოველგვარი მორთუ...

0
325
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0