x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
5 გავრცელებული მითი სტრინგზე, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება

imageსაზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს განსხვავებული აზრი ამა თუ იმ თემაზე. ამ შემთხვევაში ქალების ტრუსების ერთერთ სტილზე სტრინგზე გვექნება საუბარი. უამრავი განსხვავებული მოსაზრებაა ამ სტილის საცვალზე და უმეტესობა ლოგიკას არ ექვემდებარება.

გთავაზობთ სტრინგის შესახებ გავრცელებულ მითებს:

1. სტრინგი-ესაა მოუხერხებელი ტრუსი, რომლის ტარებაც შეუძლებელია. არა და ეს ასე სულაც არაა, ყველაფერი სპეციალისტების აზრით დამოკიდებულია ქსოვილზე და მისი შეკერვის ხარისხზე.

გროშებად ნაყიდი ტრუსი, იქნება ეს სტრინგი, ტანგა თუ ბებიების დროინდელი "ფოხანი" მუდამ იქნება მოუხერხებელი სატარებლად. როცა ტრუსის მასალა ხარისხიანია და ის პროფესიონალების მიერაა შეკერილი ის მოხერხებული სატარებელია.

2. სტრინგს თუ ატარებ აუცილებლად შეგცივდება ზამთარში. ეს მოსაზრებაც არ ექვემდებარება ლოგიკას, სტრინგისამარა არავინ დადის ზამთარში ქუჩაში.

თუ სტრინგის ზევით ჩაიცვამთ ზამთრის შესაფერის ტანსაცმელს არც შეგცივდებათ და არც არაფერი გაგეყინებათ.

3. მესამე მითი-სტრინგი მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს.

ესაა სრული უაზრობა და ლოგიკას მოკლებული შეხედულება. ამ მითის მომხრეების აზრით სტრინგის ვიწრო თასმებს ანუსიდან საშოს მიმართულებით გადაადგილდებიან მიკრობები.

მიკრობი გადაადგილდება ნებისმიერ ტრუსში თუ არ დაიცავთ ჰიგიენის წესებს და ნორმებს და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სტრინგი გეცმევათ თუ სხვა ნებისმიერი სტილის და ფორმის ტრუსი.

4. სტრინგით ვერ დაიძინებთ, რადგან ის ზედმეტად აწვება სასქესო ორგანოს რაც მშვიდად ძილის საშუალებას არ მოგცემთ-ესეც მორიგი მითი სტრინგზე.

ნებისმიერი ტრუსი შეგაწუხებთ თუ მას თქვენი სხეულის ზომების შესაფერისს არ იყიდით.

5. და ბოლო მითი სტრინგზე-სტრინგს ატარებენ მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის და ადვილად "მოსანადირებელი" ქალები.

მოდით დავიწყოთ იმით, რომ სტრინგი მხოლოდ ტრუსია და მისი ტარება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც ის მოწონს და ამას ადამიანის ყოფაქცევასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

სხვა ტრუსი ვისაც მოგწონთ ატარეთ თქვენი მოწონებული ტრუსები, არავინ გაძალებთ სტრინგის ტარებას.

ქალის გარდერობში სტრინგის ქონა სხვა ტრუსებთან ერთად სულაც არაა იმისი დამადასტურებელი რომ ის ადვილად "მოსანადირებელთა" კატეგორიას ეკუთვნის.

ასე, რომ ვისაც მოგწონთ ატარეთ სტრინგი მშვიდად და ანგარიში გაუწიეთ მხოლოდ საკუთარ თავს და არა "ყველაფრის მცოდნეების" მიერ გავრცელებულ მითებს.

0
420
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
420