x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ის ხალხმა უნდა გამოათრიოს! არარანაირი დანდობა! მორჩა!"- ვისზე საუბრობს თეა თუთბერიძე

image


"კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" მოქმედების ახალ გეგმას სთავაზობს. თუთბერიძის თმით, აქციებს უნდა მიეცეს არა ცეკვა - თამაშის ხასიათი, არამედ ის მოქმედ ხელისუფლებას თავს მეხივით უნდა დაატყდეს.


"არ ვიცი ენმ რა გეგმა გაქვთ, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით აქციას უნდა მიეცეს არა ცეკვა-სიმღერის დანიშნულება და ბალამუტობის რასაც აქამდე აკეთებდით, არამედ ის უნდა დაატყდეს როგორც მეხი დღეს რუსულ ოცნებას!!! პირველი რიგში გაიგეთ სადაა სახლშია თუ საპრეზიდენტო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი სადაც არ უნდა იყოს ის ხალხმა უნდა გამოათრიოს! მერე, აადექით შუშის კოლბაშია თუ სადაც არის ბიძინა ივანიშვილი და მას საკუთარი გაჩენის დღე აწყევლინოს ხალხმა! მესამე, მისი ხელის ბიჭები ირაკლი ღარიბაშვილი, რატი ბრეგაძე, ირაკლი კობახიძე და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა სახლებში არიან თუ სად, აარარანაირი დანდობა! მორჩა!


შევარდნაძემ ყველაფრის მიუხედავად მშვიდად წავიდა და მშვიდი სიკვდილის უფლება მოიპოვა. ამათ ეს შანსი თითქმის უკვე დაკარგეს!!!


მე ახლა სხვა უფრო უკეთესს გამოსავალს ვერაფერს გთავაზობთ. თქვენ თუ უკეთესი გეგმა გაქვთ, განახორციელეთ!!! არა ისეთი არჩევნებს რომ იგებდით და მიშას ათავისუფლებდით და საქართველოსაც!!!


"ბალამუტობის" დრო დასრულდა!"- წერს თეა თუთბერიძე.


შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მოქმედების გეგმა შეცვალეს.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სხვა პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ იმართება.





0
532
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
532