x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს სტატუსი არაა სააკაშვილზე, ქოცებზეა" - რას წერს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.



"ანუ სააკაშვილი, რომელიც არ ჩამოდიოდა, მაინც ჩამოვიდა.
და სააკაშვილი, რომელიც იყო ტრუსკავეცში თურმე ყოფილა საქართველოში;


და სააკაშვილი, რომელიც ფეიკ შიმშილობდა – თურმე შიმშილობდა.
სააკაშვილი რომელიც კარგად იყო – რეალურად ცუდადაა.
და ცუდად მყოფი სააკაშვილი არ გადაყავთ კლინიკაში, იმიტომ რომ კარგად არისო.


და თუ კარგად არის უნდა წაიყვანონ სასამართლოზე, მაგრამ ცუდადაა, ვერ წავიყვანთო.


და კიდევ, ახლა გვითხრა სამმა დეპუტატმა ნუ აპოლიტიზებთ ამ თემასო.


კი, იმათმა გვითხრეს, ვისი კობახიძეც ნაცებს ეძახდა დღეს ექიმებს.


თუ კარგად წაიკითხავთ მიხვდებით რომ ეს სტატუსი არაა სააკაშვილზე, ქოცებზეა.


გუშინ ოთხი ექიმი იყო "პირველი ხაზის" ეთერში. ყველა მათგანი სხვადასხვა მულტიპროფილური კლინიკის პროფესორია.


ვკითხე მათ თუ უმკურნალიათ პატიმრისთვის საკუთარ დაწესებულებაში.


უამრავჯერო.


ეს არამხოლოდ ადამიანური ღირსების საკითხია ექიმისთვის, არამედ ვალდებულება.

ერთ-ერთმა ექიმმა კახაბერ ბუცხრიკიძემ შიმშილობა დაიწყო და ეთერში გვამცნო ამ გადაწყვეტილების შესახებ.


მე არ ვიცი, იქნებ თქვენ გამახსენოთ. გვქონია საქართველოს უახლეს ისტორიაში მსგავსი პრეცენდენტი? ექიმს შიმშილობა დაეწყოს ამ მოთხოვნით: გადაარჩინოს სახლემწიფომ ადამიანის სიცოცხლე. ექიმი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხვეწება სახელწმიფოს და ამ მოთხოვნით შიმშილობს. კინოში ვართ."- წერს ვიკა ბუკია.


მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 18 ნოემბერს დროებით გონება დაკარგა და გლდანის პენიტენციურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.


"რეანიმაციაში წევს... კონტაქტურია. კონსულტაციისთვის ვიყავი მოსული, შემთხვევით მოვხვდი აქ. პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა.


საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ექსპერტთა მულტიპროფილური ჯგუფის დასკვნით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის "კრიტიკულობიდან" გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება "დაუყოვნებლივ რეკომენდებულია" დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილური კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც გლდანის ციხის მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.







0
589
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
589