x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116348
  • ვიდეო:353102
  • სურათი:490186
ცნობილი ანტივაქსერი და ბლოგერი საგიჟეთში მოათავსეს
image


აგინა ალტინბაევა ნაბერეჟნიე ჩელნიდან ყაზანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს იძულებით სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე.


აქამდე ალტინბაევა გამოდიოდა ვაქცინაციის და QR კოდების საწინააღმდეგოდ.თათრეთის რესპუბლიკური შსს-ს ინფორმაციით, ქალის მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების, ცილისწამებისა და ქონების განადგურების ფაქტებზე. ქალბატონის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა.


image

აგინა ალტინბაევა, სხვა ანტივაქერებთან ერთად შეიჭრა ნიჟნეკამსკის სავაჭრო ცენტრში, რა დროსაც კლიენტები QR კოდების გარეშე შეუშვა შენობაში და ხმამაღლა გაიძახოდ, რომ ანტიკოვიდური ვაქცინაცია უკანონოა.

აღნიშნულ ფაქტზე მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ადმინისტრაციული კოდექსის „გადაუდებელ ვითარებაში ქცევის წესების შეუსრულებლობის ან საფრთხის შექმნის“ და „თვითნებობის“ მუხლებით.

ალტინბაევას დედამ უარი თქვა შვილიშვილების მეურვეობის ქვეშ აყვანაზე და შესაბამისად, აგინას უფროსი შვილები მოათავსეს ჩელნის ბავშვთა სახლში, უმცროსი კი სხვა ქალაქში გადაიყვანენ, რადგან ის ასაკის გამო არ არის შესაფერისი ბავშვთა სახლისთვის.


სხვათა შორის, 2019 წელს ალტინბაევამ თავისი მცირეწლოვანი შვილი 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანის საჭესთან დასვა, თან დედა ყველაფერს ამას ვიდეოზე იღებდა.

"აუ ეს იდიოტი ისევ პიარს იკეთებს. დროული იყო მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა. ის საშიშია საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის და ასე იყო პანდემიამდეც."


"ნიჭიერი იდიოტები! თან მრავლდება, ბავშვებს საჭესთან სვამს და აპროტესტებს ნიღბებს!"


"კოდებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ტრასაზე საჭესთან პატარა ბავშვი როცა დასვა ამ ფსკერმა მაშინ რატომ არ გაგზავნეს იგი საგიჟეთში ამისთვის? არ იცოდნენ? ახლა კი უცებ გაიგეს?-წერენ კომენტარებში.

image

30 წლის აგინა ალტინბაევას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და გამოირჩევა სკანდალებით და ინტრიგებით, სოცილაურ ქსელში "ВКонтакте" მას 8 ათასი მეგობარი ჰყავს, გვერდი ერთგვარი საინფორმაციო რუპორი იყო, სადაც ხშირად იგეგმებოდა დღის წესრიგი.

image


image

ასევე დაგაინტერესებთ


მოცეკვავე და ტელეწამყვანი 41 წლის კრისტინა ასმალოვსკაია კორონავირუსმა იმსხვერპლა. კრისტინა ცნობილი საბავშვო გასართობი ტელეპროგრამა АБВГДейка-ს წამყვანი იყო. როგორც გამოცემა Вечерняя Москва აზუსტებს, არტისტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკთებული, იგი დაავადებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. А...


მოგვიანებით, ჯგუფმა, სადაც გოგონა სოლისტია, ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ მან ცოტათი "გადაამლაშა". ამერიკული ქავერ ჯგუფის, Brass Against-ის სოლისტმა სოფია ურისტამ( Sophia Urista) ფანს პირდაპირ სცენაზე დააშარდა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. ეს ყველაფერი ფლორიდაში, Welcome to R...


ლიბანის გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ვიამ ვაჰაბმა, თოქ-შოუს დროს შეურაცხყო რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები და დააკავშირა ისინი ქვეყანაში პროსტიტუციის თემას. როგორც თავად ვაჰაბი ამბობს, ლიბანის პრეზიდენტ მიშელ აუნთან ერთად განიხილავდა ქვეყანაში ტურისტული ბიზნესის აღორძინებას, ისევე როგორც მასან დაკავშირებულ პროსტიტუციის თ...



0
296
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0