x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წარსულის 13 გამოგონება, რომელიც დღეს გაოცებას იწვევს

image


XX საუკუნეში უამრავი რამ გამოიგონეს, რამაც ადამიანების ცხოვრებაში, დიდი ცვლილებები შეიტანა: ტელევიზორი, კომპიუტერი, თვითმფრინავი. თუმცა, ისეთი გამოგონებებიც არის, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო (ექსტრავაგანტულობის, არაპრაქტიკულობის, უცნაურობის და ა. შ.) საზოგადოებამ არ მიიღო.

აქ სწორედ, წარსულის 13 უცნაურ, უჩვეულო და სასაცილო ნივთს წარმოგიდგენთ, რომელიც დღეს უსარგებლოდ გვეჩვენება. მაგრამ, იმ დროს, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველანაირ სიახლეს მიესალმებოდნენ და ამ ნივთებს დიდი სიამოვნებით მოიხმარდნენ.


წყალგამძლე მასკარას (ტუში) გამოგონებამდე, უამინდობის დროს, ვიზაჟის გადასარჩენად, ქალბატონებს ასეთი ნიღბის ტარებას სთავაზობდნენ. image


ახლა სმარტფონებით მუსიკის მოსმენის და ფილმების ყურების საშუალება გვეძლევა, მისი საშუალებით, შეგვიძლია ახალ ამბებსაც გავეცნოთ... წარსულში კი, მათთვის, ვისაც სურდა, რომ ყოველთვის საქმის კურსში ყოფილიყო, ასეთი რადიოქუდი გამოიგონეს.image


ტელესათვალე, ზედა მოწყობილობის გაუმჯობესებული ვარიანტი. მისი საშუალებით, ინფორმაციის მხოლოდ მოსმენა კი არა, ნახვაც შეიძლებოდა.image


გამომგონებლის აზრით, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ველოსიპედი, მთელი ოჯახისთვის – და აუცილებლად, საკერავი მანქანით.image


ზურგის ჯაგრისი, უკანა ხედის სარკით – ძალიან მოსახერხებელია, რას იტყვით?image


კიდევ ერთი მოწყობილობა შხაპისთვისimage


ძრავიანი სერფინგის დაფა, რომელიც, როგორც ჩანს, მაღალი საზოგადოების პრანჭია კაცებისთვის (დენდი) გამოიგონეს.image


ისევე, როგორც ეს ძრავიანი გორგოლაჭები...image


ამ გამოგონებას სახელიც კი არა აქვს, რადგან ვერაფრით გადაწყვიტეს, ეს ფეხის ველოსიპედია, თუ პედლებიანი გორგოლაჭები.image


ვის არ უყვარს საწოლში კითხვა? ეს გამოგონება კი, სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის.image


პორტატული ხიდი, რომლის დაკეცვა და ჩემოდნით ტარება შეიძლებოდა – ისე, ყოველი შემთხვევისთვის...
image


ეს საოცარი ჩანთა მძარცველებისგან თავდაცვის მიზნით შეიქმნა: თუ კრიმინალი მას ხელს სტაცებდა, პატრონს სპეციალურ ღილაკზე დაჭერა შეეძლო – ჩანთა ავტომატურად იხსნებოდა და ყველაფერი, რაც შიგნით იყო, გარეთ ცვიოდა.image


ამ ნივთის ნახვის შემდეგ, შესაძლოა ბევრი კითხვა გაჩნდეს, მაგრამ ვინც ეს ჯაგრისი გამოიგონა, დარწმუნებული იყო, რომ მელოტებს ის სჭირდებოდათ.image


image

imageimageimageimage



0
377
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0