x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ჩემს ასეულში 27 უკრაინელი მსახურობდა თქვენ კი მეუბნებით, რომ ეს ჩემი ძმები ეხლა მტრები არიან?!"

image


რუსეთის ВДВ-ს, ГРУ-ს, ფლოტის და სპეცრაზმის ვეტერანთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ვისტიცკი:

"ლურჯი ბერეტების" სიმღერაში ესეთი ტექსტია "ჩვენი ლურჯი სამხრეები ბოლოს ყოველთვის შავდებიან".

ჩემს ასეულში 27 უკრაინელი მსახურობდა თქვენ კი მეუბნებით, რომ ეს ჩემი ძმები ეხლა მტრები არიან?!
ისინი ფაშისტები გახდნენ, რადგან თავიანთი კორუმპირებული, ქურდების მთავრობა გაყარეს?!
ნუ მეუბნებით ვინაა ჩემი მტერი და ვინ მეგობარი ეს მე თვითონაც კარგად ვიცი და ვერანაირი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ მაიძულებს ჩემს ძმებს მტრები ვუწოდო! თქვენ იძახით, რომ ისინი ბოროტების მხარეს არიან, ჩვენ ვინ ვართ თქვენთვის, სიკეთის მეომრები?!
მაშინ რატომ არ ვომობთ არასდროს საკუთარ მიწაზე?! რატომ გვეძახიან პოლონეთში, ფინეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ავღანეთში, საქართველოში, ჩეჩნეთში და უკრაინაში ოკუპანტებს?! დაფიქრდით რომელიმე თქვენგანს მიუღია მონაწილეობა ომში სადაც "ფაშისტების" მშვიდობიანი მოსახლეობა გიყვიროდათ "წაეთრიეთ ჩვენი ქვეყნიდან ოკუპანტებო!"-ს?
რატომ ვომობთ ჩვენ ძმებთან, რატომ ვერ ვძღებით სისხლით?! ისინი ყველანი ფაშისტები არიან?!
მაშინ რატომ გადავდივართ ყოველთვის პირველ შეტევაზე ჩვენ თუკი ისინი არიან აგრესორები?!
ჩვენი ძმები ვხოცოთ იმ იდეალებისთვის, რომელსაც ჩვენი მთავრობა ვერც კი გვიხსნის? რომელი იდეით უნდა გაფართოვდეს ეს სისხლიანი იმპერია როცა ჩვენი წარმოება განადგურებულია, არასაკმარისია საავადმყოფოების, ბაღების და სკოლების რაოდენობა, მოხუცთა თავშესაფრებში კი ხალხი შიმშილით იხოცება.

სახელმწიფო ბიუჯეტს მთავრობა ჭამს, ქურდები კი გეორგიევსკის ლენტებით დადიან ქუჩებში. ჩვენ ქვეყანაში არც კაპიტალიზმი და არც სოციალიზმია, ეს რაღაც საზიზღარი ჩინოვნიკების ფეოდალური წყობაა!
თვითონაც არ ვიცით საით მივექანებით და გვინდა ჩვენი ძმებიც ჩავითრიოთ ამ სიბინძურეში!
დაფიქრდით ხალხო ჩვენ მოკავშირეები და მეგობრები არ დაგვრჩა თუ არ ჩავთვლით ბელარუსს და ჰონდურასს! და მალე ისინიც არ გვეყოლება იმიტომ რომ სისხლში ვახშობთ ჩვენი ძმები ოცნებებს!
თქვენ გინდათ თქვათ რომ მთელი მსოფლიო ფაშისტია და ჩვენ გვებრძვის?!
არც კი გრცხვენიათ, ეს ჩვენ ვართ გაუმაძღარი დამპყრობლები.
რუსეთში არასდროს აფასებდნენ ადამიანების ცხოვრებას, ჯარისკაცებისას კი მითუმეტეს!"
0
587
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0